მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული პრემიუმ კრაფტ-ჯინის ბრენდი Unknown Gin ექსპორტისთვის ემზადება|კომპანიის გეგმები
ქართული პრემიუმ კრაფტ-ჯინის ბრენდი Unknown Gin ექსპორტისთვის ემზადება|კომპანიის გეგმები

ქართული პრემიუმ კრაფტ-ჯინის ბრენდი Unknown Gin ექსპორტისთვის ემზადება|კომპანიის გეგმები

BM.GE25 მაისი, 2026, 08:10|bm.ge

ქართული პრემიუმ კრაფტ-ჯინის ბრენდი Unknown Gin, რომელიც ბაზარზე ზუსტად ერთი წლის წინ გამოჩნდა, ექსპორტისთვის ემზადება.

Unknown Gin-ის დამფუძნებელი და დირექტორი ნინო ფოფხაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბრენდს ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, თუმცა პროცესში გარკვეული ბიუროკრატიული სირთულეები წარმოიშვა. მისი ინფორმაციით, კომპანიის გეგმაში ევროპის და აზიის ბაზრებზე გასვლაა, ხოლო ბრენდის მთავარი გამორჩეულობა ქართული „ველური“ ღვიის გამოყენება და ხელნაკეთი კერამიკული ბოთლებია.

„ექსპორტზე მოლაპარაკებები გვქონდა, თუმცა აქციზების აღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა, სანამ ახალ საწარმოსთან დავიწყებდით თანამშრომლობას. ახლა ახალ ბოთლზე ვმუშაობთ და როგორც კი ახალი ჩამოსხმა მზად იქნება, განახლდება ურთიერთობები და გაყიდვები”, - აცხადებს ფოფხაძე.

Unknown Gin-ის იდეა თავდაპირველად მხოლოდ ბოთლის დიზაინიდან დაიბადა. როგორც დამფუძნებელი განმარტავს, თავდაპირველად "ჰაუს-ჯინისთვის” განსხვავებული შეფუთვის შექმნაზე მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ, თავად ბოთლი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ საკუთარი პრემიუმ ბრენდის შექმნა გადაწყვიტეს.

„ჯინი ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი სასმელია, შეგიძლია მუდმივად ითამაშო გემოებით, სხვადასხვა მცენარის, ხილისა და სანელებლის კომბინაციები დატესტო. საქართველოში ღვინისა და ჭაჭის ძლიერი კულტურა გვაქვს, თუმცა გვინდოდა ისეთი სასმელი შეგვერჩია, რომელიც ახლა ვითარდება და ამ კულტურის ფორმირებაში ჩვენი წვლილიც შეგვეტანა,“ - ამბობს ნინო ფოფხაძე.

პროდუქტი საქართველოში მცირე პარტიებად იწარმოება. კომპანიის ინფორმაციით, თავდაპირველად საკუთარი საწარმოს შექმნას გეგმავდნენ, თუმცა პროცესში არსებული რეგულაციებისა და ტექნიკური სირთულეების გამო მოქმედ საწარმოსთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

"წარმოებაში განსაკუთრებული ადგილი ქართულ ღვიას უჭირავს. ქართული ღვია ძალიან განსხვავდება უცხოური ღვიისგან. ჩვენი მომწოდებელი მთაში ველურად გაზრდილ ღვიას გვაწვდის, რომელსაც განსაკუთრებული არომატი და გემო აქვს. ვფიქრობთ, ქართულ ღვიას და მის შესაძლებლობებს დიდი მომავალი აქვს,“ - ამბობს ფოფხაძე.

მისივე ინფორმაციით, ჯინი კლასიკური craft მეთოდით მზადდება - ინგრედიენტები ალკოჰოლში მაცერაციის პროცესს გადის, რის შემდეგაც დისტილაცია ხდება. პროდუქტი ლავანდასა და ზაფრანასაც შეიცავს, რაც სასმელს ყვავილოვან და განსხვავებულ არომატებს აძლევს.

რაც შეეხება რეალიზაციას, ამჟამად Unknown Gin-ის პროდუქცია რამდენიმე ბარსა და კონცეპტუალურ სივრცეში იყიდება, ასევე ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ ფესტივალებსა და ღონისძიებებში.

„ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ჯინი, რომელიც მათთვის ნაცნობი სასმელია, თუმცა სრულიად განსხვავებული ხასიათი და გემო აქვს,“ - აღნიშნავს ის. მისივე თქმით, Unknown Gin-ის 600 მლ მოცულობის ბოთლის ღირებულება 120 ლარია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სტრატეგიით შემოდის "არქის" პარტნიორი BI Group საქართველოში? | ინტერვიუ BI Development International-ის CEO-სთან

რა სტრატეგიით შემოდის "არქის" პარტნიორი BI Group საქართველოში? | ინტერვიუ BI Development International-ის CEO-სთან

BM.GE

საფრანგეთმა კვანტური ტექნოლოგიებისთვის 1.5 მილიარდი ევრო გამოყო

საფრანგეთმა კვანტური ტექნოლოგიებისთვის 1.5 მილიარდი ევრო გამოყო

BM.GE

ყოველი მე-3 იაპონური კომპანია AI რობოტების გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს

ყოველი მე-3 იაპონური კომპანია AI რობოტების გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE