მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართველი ფერმერებისთვის სასუქებსა და პესტიციდებზე ფასების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება - რობერტ რევია
ქართველი ფერმერებისთვის სასუქებსა და პესტიციდებზე ფასების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება - რობერტ რევია

ქართველი ფერმერებისთვის სასუქებსა და პესტიციდებზე ფასების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება - რობერტ რევია

BM.GE9 მაისი, 2026, 19:01|bm.ge

მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული პროცესებისა, მიმდინარე სეზონზე ქართველი ფერმერებისთვის სასუქებსა და პესტიციდებზე ფასების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება, - ამის შესახებ BMG-სთან აგრომაღაზია „კარტლისის“ დირექტორი რობერტ რევია აცხადებს.

მისი თქმით, აგროსექტორი სპეციფიკური დარგია, სადაც შეკვეთების განთავსება და დაგეგმარება თვეებით, ზოგჯერ კი, წლებით ადრე ხდება. ამიტომ, წლევანდელი სეზონისთვის საჭირო პროდუქცია გასულ წელს, იმ დროისთვის არსებული ფასით შემოვიდა.

„სეზონისთვის მომარაგება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერ-იანვარში დასრულდა. შესაბამისად, იმ პროცესებს, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, დღევანდელ ფასებზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია. ჩვენ ფასები არ გაგვიზრდია, პირიქით - გარკვეულ პროდუქციაზე ფასდაკლებებიც კი გვაქვს“, - აღნიშნავს „კარტლისის“ დირექტორი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, მომავალი სეზონის პროგნოზი დიდწილად გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული და თუკი კონფლიქტი და ლოგისტიკური კრიზისი გაჭიანურდება, ეს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

„თუ ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდა, პროდუქცია რა თქმა უნდა, გაძვირდება. ყველაზე მეტად ფასების მატება მოსალოდნელია სასუქებზე. შედარებით ნაკლებად გაძვირდება პესტიციდები და სათესლე მასალა. ზუსტი სურათი, თუ რა ტარიფებით მოგვიწევს ახალი კონტრაქტების გაფორმება, აგვისტო-სექტემბერში გამოიკვეთება“,- აღნიშნავს ის.

კითხვაზე, საწვავის გაზრდილმა ხარჯებმა ფერმების მხრიდან სასუქებსა და პესტიციდებზე მოთხოვნის შემცირება ხომ არ გამოიწვია, რობერტ რევია პასუხობს, რომ სექტორში აქტივობა მაინც მაღალია. მისი დაკვირვებით, ფერმერებს საკუთარი მოსავლის სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ.

„მოთხოვნა არ შემცირებულა, სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც პროცესებს აფერხებს, კლიმატური პირობებია. თავად ფერმერებს აქვთ მოლოდინი, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს, რაც მათ მოტივაციას ზრდის. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ფასი არ მოიმატებს, მინიმუმ არსებულ ნიშნულზე მაინც შენარჩუნდება, ამიტომ აგრო-სამუშაოებზე უარს არ ამბობენ“, - აცხადებს რობერტ რევია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE