მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე
ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 04:46|bm.ge

ქართველი მოგზაურების ინტერესები თანდათან ფართოვდება და ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად მოთხოვნა ისეთ ქვეყნებსა და ადგილებზეც იზრდება, რომლებიც აქამდე ნაკლებად პოპულარული იყო. ტურისტული კომპანია „თრეველოპედიის“ დამფუძნებელი, ქეთი თითბერიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნავს, რომ მომხმარებელი დღეს მოგზაურობას უფრო მომზადებული გეგმავს და არჩევანის გაკეთებისას მხოლოდ ცნობილ ტურისტულ ქალაქებს აღარ ეძებს.

"2026 წლის ზაფხულში კვლავ მაღალი იყო მოთხოვნა თურქეთზე, განსაკუთრებით ოჯახური დასვენების მიმართულებით. აქტუალური იყო ასევე კვიპროსი, საბერძნეთი და ეგვიპტე. წელს გაზრდილი ინტერესი დაფიქსირდა ევროპულ საზღვაო კურორტებზეც, მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, ხორვატიასა და მონტენეგროში. ახალგაზრდებსა და წყვილებში პოპულარული იყო კუნძულები და კრუიზებიც.

ქართველი მოგზაური ნელ-ნელა უფრო მეტად ეძებს ახალ და ახალ მიმართულებას. ამიტომ ისინი უფრო მეტად ინფორმირებულიც არიან და უფრო მეტად მომთხოვნებიც არიან. იგივე ევროპის მიმართულებითაც, აღარ ეძებენ ისეთ პოპულარულ ქალაქებს, დედაქალაქებს, ანუ ისეთ ტურისტულ ქალაქებს, ეძებენ უფრო მეტად პატარა სოფლებს, ახალ ქალაქებს, სამთო კურორტებს და ასე შემდეგ", - ამბობს ქეთი თითბერიძე.

მისივე თქმით, ახალი მიმართულებების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით აზიის ქვეყნებზე აისახება. ის დასძენს, რომ ტაილანდი, სინგაპური, მალაიზია და მალდივები ქართველი ტურისტებისთვის ძირითადად ზამთრის სეზონზე ხდება საინტერესო.

„ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი უკვე მოდის ძალიან მომზადებული. ძალიან ბევრ სოციალურ ქსელში უყურებენ ვიდეოებს და მოდის უკვე მომზადებული. ჩვენც ვცდილობთ, რომ ყველას დავხვდეთ მომზადებული და ახალ-ახალ მიმართულებებს ჩვენც ვეძებთ“, - აღნიშნავს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მოთხოვნის ცვლილება ტურისტულ კომპანიებსაც აიძულებს, მუდმივად განაახლონ შეთავაზებები და მათთვის საინტერესო ახალი მიმართულებები მოძებნონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE

დარიო ამოდეიმ ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმა წარადგინა

დარიო ამოდეიმ ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმა წარადგინა

BM.GE