მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქონების გადასახადის ცვლილების ოთხი შესაძლო მოდელი განიხილება - პაატა კვიჟინაძე
ქონების გადასახადის ცვლილების ოთხი შესაძლო მოდელი განიხილება - პაატა კვიჟინაძე

ქონების გადასახადის ცვლილების ოთხი შესაძლო მოდელი განიხილება - პაატა კვიჟინაძე

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 17:39|bm.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ქონების გადასახადი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე შეიცვლება, იქამდე, სანამ მოქალაქეებს მისი დეკლარირება მოუწევთ. როგორც პაატა კვიჟინაძე განმარტავს ამჟამად ახალი ზღვარი ან გადასახადის სრული განახლებული კონფიგურაცია ჯერ შეთანხმებული არაა და განხილვის პროცესშია ოთხი შესაძლო მოდელი, რომელიც არსებულ ქონების გადასახადს ჩაანაცვლებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10%-ით მატულობს ხელფასი საჯარო სექტორში და საერთოდ სახელმწიფო სექტორში. კერძო სექტორში უფრო მეტი პროცენტით. საშუალო ხელფასი თუ იყო 2021 წელს დაახლოებით 1 400 ლარზე ცოტა მეტი, ახლა 2-25 წელს უკვე 2 400-ზე მეტი იყო. იგივეა მედიანური ხელფასიც. ამიტომ ბუნებრივია დადგა საკითხი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.

რომ ავხსნათ რაზეა საუბარი - 40 000 ლარამდე თუ არის ოჯახის შემოსავალი, ის არ იხდის ამ გადასახადს, რადგან ითვლება, რომ ის არის მცირეშემოსავლიანი. 40,000-დან 100,000-მდე იხდის ქონების ღირებულების 0,2%-ს მაქსიმუმ (ამას ადგილობრივი თვითმმართველობა წყვეტს), ხოლო 100 000-ის შემდეგ მაქსიმუმ 1%-ს (ამასაც ადგილობრივი თვითმმართველობა წყვეტს). ახლა გვინდა, ეს შეიცვალოს და როგორ შეიცვლება - ეს იქნება ზღვრის აწევა უბრალოდ, ყველაფერი ისე დარჩება და ზღვარი აიწევს, თუ სხვა პრინციპი იქნება ჯერ განხილვის საგანია. არის რამდენიმე მოდელი. ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე ჩვენთან ერთად. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამ წუთში მიდის კვლევა, ფინანსური დასაბუთება და როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ამის შემდეგ მოგახსენებთ, თუ რა სახით იქნება ეს ქონების გადასახადში ცვლილება. ყველა ვარიანტი იქნება იმ კუთხით, რომ დაბალანაზღაურებად მოსახლეობას ჰქონდეს შეღავათები.

ჯერ დადასტურებული არ არის რაზე იქნება გადაწყვეტილება. თუმცა შემიძლია ერთი ვთქვა, რომ ოთხი მოდელი მაინც ვიცი, რომელზეც მუშაობა მიდის, მაგრამ ვნახოთ. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ აწევა ზღვრის და შეიძლება სხვა ცვლილება იყოს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება საშემოსავლო გადასახადის კანონის ცვლილება, რაც 40,000 ლარის ზღვრის გაზრდას მოიცავს. თუმცა, ჯერჯერობით ახალი ზღვარი არ დასახელებულა. პარლამენტმა ის პირველ ნოემბრამდე უნდა განსაზღვროს, რადგან დეკლარაციის შევსების ვადა სწორედ პირველ ნოემბერს იწურება.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

• ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი; • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი; • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი. • ჯამი - 120,783,740 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

BM.GE

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

BM.GE

"გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი - არა" | მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე

"გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი - არა" | მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე

BM.GE

სატიშ ბჰატი: ენერგეტიკის მომავალი ახალი თაობის პროფესიონალებზეა დამოკიდებული

სატიშ ბჰატი: ენერგეტიკის მომავალი ახალი თაობის პროფესიონალებზეა დამოკიდებული

BM.GE