მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Qualcomm-მა ByteDance-თან ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია
Qualcomm-მა ByteDance-თან ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია

Qualcomm-მა ByteDance-თან ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია

BM.GE28 მაისი, 2026, 03:33|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Qualcomm-მა TikTok-ის მფლობელ ჩინურ ByteDance-თან ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ჩიპების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.

Bloomberg-ის ანონიმური წყაროების ცნობით, ჩინური გიგანტი მილიონობით სპეციალიზებული ინტეგრალური სქემის შესყიდვას გეგმავს. როგორც ირკვევა, ეს ახალი აპარატურა სოციალური ქსელის მიერ ხელოვნური ინტელექტის პროგრამული აგენტების ამუშავებისთვის იქნება გამოყენებული.

ამერიკულ-ჩინური დაპირისპირების ფონზე, აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიწოდებული ჩიპების გამოთვლითი სიმძლავრე აშშ-ის მიერ დაწესებულ სამართლებრივ ზღვარს არ სცდება. შესაბამისად, ახალი პარტნიორები არსებულ ამერიკულ სავაჭრო შეზღუდვებს არ დაარღვევენ და ჩიპებით ვაჭრობას სახაზინო დეპარტამენტის დამატებითი კონტროლის გარეშე მოახერხებენ.

ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გარიგება ამერიკული მწარმოებლისთვის სმარტფონების სეგმენტიდან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გადასვლისთვის საუკეთესო "სტარტი" იქნება და ხელს შეუწყობს სხვა სამომავლო გარიგებების დადებასაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურად.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური ლიდერობისთვის ბრძოლაში ნახევარგამტარებით ვაჭრობა დაპირისპირების მთავარ წერტილად იქცა. ოფიციალური პეკინი ამერიკული სანქციების გავლენის გასანეიტრალებლად საკუთარ ინდუსტრიას აქტიურად ავითარებს, თუმცა ვერცერთი ადგილობრივი კომპანია ჯერ ვერ ახერხებს Nvidia-ს დონის ჩიპების შექმნას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენიმედი
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE