მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისიდან საკმაოდ მაღალი ფასებია, იძულებული ვართ, ერევნიდან გავფრინდეთ - ლაშა ბერეკაშვილი
ქუთაისიდან საკმაოდ მაღალი ფასებია, იძულებული ვართ, ერევნიდან გავფრინდეთ - ლაშა ბერეკაშვილი

ქუთაისიდან საკმაოდ მაღალი ფასებია, იძულებული ვართ, ერევნიდან გავფრინდეთ - ლაშა ბერეკაშვილი

BM.GE24 მაისი, 2026, 19:01|bm.ge

ქართველი ტუროპერატორები იძულებულნი არიან ტურისტული ჯგუფები სამოგზაუროდ ერევნიდან გაიყვანონ - ამის შესახებ BMG-სთან ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, გამყვანი ტუროპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და მეზობელი სომხეთის ავიაბაზარს შორის არსებული მკვეთრი დისბალანსია.

„ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ის მეშვეობით ფრენების დაგეგმვა რთულია, რადგან საკმაოდ მაღალი ფასები აქვთ, სომხეთისგან განსხვავებით. სომხეთში, ქუთაისის ფასებთან შედარებით, ძირითად მიმართულებებზე ევროპისკენ ფასები განახევრებულია. ამასთანავე, სომხეთში Wizz Air-ს ორ ქალაქში აქვს ფრენები და გაცილებით მეტი ახალი მიმართულება“ - აცხადებს ბერეკაშვილი BMG-სთან.

მიზეზი, მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში კონკურენციის არარსებობაა - Wizz Air-ს რეალური მეტოქე არ ჰყავს, რაც ავიაკომპანიას აძლევს „მოქმედების თავისუფლებას“, არ გაზარდოს მიმართულებები და არსებულზე ფასები ასწიოს. ეს რეალობა კი, ტურისტულ კომპანიებს აიძულებს, გაცილებით რთული და დამღლელი მარშრუტი აირჩიონ, რათა ტურის თვითღირებულება შეამცირონ.

„მაგალითად, დავგეგმეთ ახალი მიმართულება სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლში. იძულებულები ვართ ერევნიდან გავფრინდეთ. ერევანში ჩავდივართ, იქიდან მივფრინავთ, ისევ იქ ვბრუნდებით და მერე საქართველოში. ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, მგზავრობა დამღლელია, მაგრამ ფასი იმდენად დაბალია, რომ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება.

გამოსავალი არის აქტიური კომუნიკაცია სხვა ალტერნატივებთან. უკვე წლებია, ქუთაისის აეროპორტში არცერთი ახალი ავიაკომპანია არ დამატებულა. საჭიროა, მათ შორის Wizz Air-თან აქტიური კომუნიკაცია, რომ არსებულ რეისებზე სიხშირეები გაზარდოს და ახალი მიმართულებები დაამატოს. უფრო სწორად, კარგი იქნება თუ ისეთ გაუქმებულ რეისებს აღადგენს, როგორიც არის მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნები, რიგა, ტალინი, სკანდინავიის ქვეყნები, კოპენჰაგენი, რომელიც გაუქმდა - ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული იყო. ქუთაისი-ლონდონიც გაუქმებულია, მაშინ როცა Wizz Air-მა ერევანი-ლონდონი დაამატა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ ნაწილში, რომ ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება ვენაც გაუქმებულია ქუთაისის მიმართულებიდან. ეს საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს როგორც შემომყვან ტურიზმს, ასევე გამყვან ნაწილსაც“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავაიმედი
  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE