მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

BM.GE14 მაისი, 2026, 19:47|bm.ge

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ცაგარელმა აღნიშნული პოსტი 2026 წლის 11 მაისიდან, 5 წლის ვადით დაიკავა.

ცაგარელი ბოლო წლების განმავლობაში დირექტორის მოვალეობას ისედაც ასრულებდა.

იქამდე, ცაგარელი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი და ფონდ "ქართუს" პროექტების დირექტორი იყო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომლის პროექტსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE