მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისის სასტუმროები აეროპორტის დატვირთვაზე არიან დამოკიდებული - „ცენტრალ ჰოტელი“
ქუთაისის სასტუმროები აეროპორტის დატვირთვაზე არიან დამოკიდებული - „ცენტრალ ჰოტელი“

ქუთაისის სასტუმროები აეროპორტის დატვირთვაზე არიან დამოკიდებული - „ცენტრალ ჰოტელი“

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 02:41|bm.ge

ქუთაისის სასტუმროების ბიზნესისთვის საერთაშორისო ავიამიმოსვლა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. „ცენტრალ ჰოტელის“ თანადამფუძნებლის თეკლა მებურიშვილის განცხადებით, მათი სასტუმრო სტუმრების ნაკადის დაახლოებით 90%-ში Wizz Air-სა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზეა დამოკიდებული.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, ქალაქში საქმიანი ტურიზმის არასაკმარისი განვითარება ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. მისი თქმით, ქუთაისს არ აქვს ის ფუნქციური დატვირთვა, რაც თბილისს აქვს - ქალაქში ნაკლებია ბიზნეს, სამთავრობო და დიპლომატიური შეხვედრები, რაც სასტუმროებისთვის დამატებით მოთხოვნას შექმნიდა.

"ქუთაისს დღეს არ აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიც თბილისს აქვს - აქ არ არის მთავრობისა და ადმინისტრაციის ის კონცენტრაცია, საელჩოები და ის რაოდენობის ბიზნეს თუ დიპლომატიური შეხვედრები, რომლებიც ქალაქში მუდმივ სტუმართნაკადს შექმნიდა. როდესაც ქალაქი ფუნქციურად დატვირთულია, ეს პირდაპირ აისახება სასტუმროებზე, რესტორნებზე, კაფეებსა და სხვა მომსახურების სფეროებზე - მეტი ადამიანი ჩამოდის და მეტი თანხაც იხარჯება ქალაქში. დღეს კი, გარდა აეროპორტისა, ქუთაისის ტურისტული ნაკადი ასეთი ფუნქციებით ნაკლებად არის გამყარებული", - ამბობს მებურიშვილი.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის არსებობის პერიოდში ქუთაისში არაბი ტურისტების მნიშვნელოვანი ნაკადი ჩადიოდა. რეისის გაუქმების შემდეგ კი სასტუმროს სექტორმა ეს მოთხოვნა დაკარგა.

"რამდენიმე წლის წინ, როდესაც აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისი სრულდებოდა ქუთაისის აეროპორტიდან, უამრავი არაბი სტუმარი ჩამოდიოდა. ფრენა პირდაპირი და შედარებით იაფი იყო და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადი იყო. დღეს ეს რეისი აღარ სრულდება და შესაბამისად, ძალიან დიდი რესურსი დავკარგეთ. თუ ქუთაისს მეტი ფუნქცია შეეძინება, ეს მოთხოვნას გაზრდის, რაც თავის მხრივ აეროპორტის გაფართოებისა და ახალი რეისების საჭიროებასაც შექმნის. ეს კი მხოლოდ სასტუმროებზე არ აისახება - ეფექტს რესტორნები, კაფეები და სხვა ადგილობრივი ბიზნესებიც იგრძნობენ", - ამბობს მებურიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

BM.GE

რატომ გააკრიტიკა OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკა?

რატომ გააკრიტიკა OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკა?

BM.GE

TAP-ის მმართველი კომპანია აცხადებს, რომ ალბანეთის მონაკვეთზე მილსადენის სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დასრულდება

TAP-ის მმართველი კომპანია აცხადებს, რომ ალბანეთის მონაკვეთზე მილსადენის სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დასრულდება

BM.GE

რა გახდა ევროს 17-თვიან მინიმუმამდე დაცემის მიზეზი?

რა გახდა ევროს 17-თვიან მინიმუმამდე დაცემის მიზეზი?

BM.GE