მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი და რა გავლენა აქვს მას გლობალურ ენერგობაზარზე?
რა არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი და რა გავლენა აქვს მას გლობალურ ენერგობაზარზე?

რა არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი და რა გავლენა აქვს მას გლობალურ ენერგობაზარზე?

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 04:10|bm.ge

საუდის არაბეთის უმსხვილესი სახმელეთო ნავთობსადენი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის სახელითაა ცნობილი გლობალური ენერგომომარაგების სისტემაში სტრატეგიულ ფუნქციას ასრულებს.

სახელმწიფო კომპანია Aramco-ს მართვაში არსებული 1,200 კილომეტრის სიგრძის მილსადენი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე აბკაიკიდან წითელი ზღვის სანაპირომდე, იანბუს პორტამდე უზრუნველყოფს.

თავად სისტემის მაქსიმალური საპროექტო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 7 მილიონ ბარელს შეადგენს. Aramco-ს მონაცემებით, ამ მოცულობიდან დღეში 2 მილიონი ბარელი დასავლეთ სანაპიროს გადასამუშავებელ ქარხნებს მიეწოდება, დარჩენილი 5 მილიონი ბარელი კი თეორიულად საექსპორტო რეზერვად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფრასტრუქტურა სრულად საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და სხვა ქვეყნების საზღვრებს არ კვეთს. ის სპეციალურად ნედლი ნავთობის გადასაზიდად შეიქმნა და შიდა ბაზრის საწვავით მომარაგების ქსელს არ ემსახურება.

მილსადენს გლობალურ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ის ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას ხდის შესაძლებელს. იმ ფონზე, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვები მკვეთრად შემცირდა, აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ მთავარ ალტერნატიულ მარშრუტად სწორედ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დაასახელა. სწორედ ამ სახმელეთო დერეფნის მეშვეობით ინარჩუნებს სამეფო საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ექსპორტს და გლობალური დეფიციტის რისკებს ამცირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GE Vernova ენერგეტიკულ კომპანია Trench-ს $9 მილიარდად შეისყიდის

GE Vernova ენერგეტიკულ კომპანია Trench-ს $9 მილიარდად შეისყიდის

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

BM.GE

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

BM.GE

საქართველომ 9 თვეში კოსმეტიკურ საშუალებებში $85.3 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?

საქართველომ 9 თვეში კოსმეტიკურ საშუალებებში $85.3 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?

BM.GE