
რა ფასად გაიყიდა "ლიბერთი ბანკის" აქციები - საფონდო ბირჟის მონაცემები
საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ანუ 95.99%-ის აქციები 674.1 მილიონ ლარად [250 მილიონ დოლარად] გაიყიდა - საუბარია 4.27 მილიარდ ერთეულ აქციაზე, რომელიც ბირჟის თანახმად, 15 აპრილს გასხვისდა და ერთი აქციის ღირებულებამ გარიგებისას 15.78 თეთრი შეადგინა.
ბანკის ნასყიდობის ხელშეკრულება 16 აპრილს გაფორმდა და მაშინ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ გარიგების სრული მოცულობა კონფიდენციალური იყო.
BMG-ის ინფორმაციით, 250 მილიონი დოლარი ანუ 674.1 მილიონი ლარი არ არის გარიგების სრული მოცულობა, რადგანაც გარიგება ასევე მოიცავდა "ლიბერთი ბანკის" დივიდენდსაც. საუბარია 2025 წლის ბანკის მოგებასა და 2026 წლის პირველი კვარტალის ბანკის მოგებიდან დივიდენდის მიღებაზე.
ბანკის ფინანსური მონაცემებით, 2025 წელს ბანკის წმინდა მოგება იყო 126 მილიონი ლარი, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში კი 32.4 მილიონი ლარი. შესაბამისად, აღნიშნული მოგება საიდანაც დივიდენდის გაცემა შეიძლება მომხდარიყო ჯამურად 158.4 მილიონ ლარს შეადგენს, რაც დივიდენდების ჩათვლით 330 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამასთან, BMG-ის ინფორმაციით, გარიგება მოიცავდა სხვა ოპერაციებსაც, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, დივიდენდის, აქციების შესყიდვის და სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, 350-400 მილიონ დოლარსაც შეიძლება აღწევდეს.
ამასთან, უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ტრანზაქციის განხორციელებამდე 2026 წლის აპრილში "ბაზისბანკის" მფლობელმა "ჰუალინგ ჯგუფმა" თბილისში მის საკუთრებაში არსებული აქტივები "თიბისი ბანკში" დააგირავა, სავარაუდოდ ტრანზაქციისთვის საჭირო კაპიტალის შევსების მიზნით.
"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანების შესახებ:
"ბაზისბანკი"