
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად სექტემბერში?
გასული სექტემბერი გლობალური ბაზრებისთვის გამორჩეულად დატვირთული და მერყევი იყო. თუკი Trading Economics-ის სტატისტიკას დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ყველა მკვეთრი ცვლილება ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან და ენერგეტიკულ რესურსებთან იყო დაკავშირდებული, რაც ლოგიკურია, რადგან ინვესტორებისა და ტრეიდერების მთავარი სადარდებელი ახლა სწორედ ნავთობისა და გაზის ფასებია.
გაძვირების მიმართულებით მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავება და შავი ზღვის გავლით უკრაინული პორტების შეზღუდვა, რომელმაც გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის გაძვირება გამოიწვია.
რა გაძვირდა ყველაზე მეტად სექტემბერში:
1. ქერი: +39%2. რუსული ნავთობი: + 33% 3. მეთანოლი: +24% 4. შვრია: +16% 5. პროპანი: +14%
რა გაიაფდა ყველაზე მეტად სექტემბერში:
1. ლითიუმი: -23% 2. კობალტი: -22%3. პალადიუმი: -17% 4. მზესუმზირას ზეთი: -10% 5. ფოლადი: -8%
გაიაფების მიზეზებს რაც შეეხება, სექტემბრის შუა რიცხვებში ჩინურმა საინფორმაციო სააგენტოებმა მკვეთრად გაზარდეს ბაზარზე არსებული ლითიუმის მარაგების პროგნოზი, რამაც ტრეიდერებში პანიკა და ფასების ვარდნა გამოიწვია.
კობალტის შემთხვევაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებლებმა სექტემბერში შეამცირეს ნიკელ-კობალტ-მანგანუმის კათოდების წარმოების გეგმები, რაც ფასებზე ნეგატიურად აისახა.
რაც შეეხება ფოლადს, მისი გლობალური ფასის მთავარი განმსაზღვრელი ჩინეთის უძრავი ქონების სექტორია. ჩინეთში სამშენებლო ტემპის ვარდნა და მძიმე მრეწველობაში აქტივობის შენელება პირდაპირ აისახება მოთხოვნაზე.
მზესუმზირას ზეთის ფასი ძირითად მწარმოებელ რეგიონებში სეზონური მოსავლის დაბინავებით და მოსალოდნელზე უკეთესი ამინდის პროგნოზით არის განპირობებული.
BM.GE
წყარო: bm.ge