მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა გამოცდილება აქვს კომპანია EmreRay-ს, რომელიც თბილისის ტრამვაის ხაზს და დეპოს ააშენებს
რა გამოცდილება აქვს კომპანია EmreRay-ს, რომელიც თბილისის ტრამვაის ხაზს და დეპოს ააშენებს

რა გამოცდილება აქვს კომპანია EmreRay-ს, რომელიც თბილისის ტრამვაის ხაზს და დეპოს ააშენებს

BM.GE15 ივლისი, 2026, 12:34|bm.ge

თბილისის მერია დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და დეპოს მშენებლობის 287.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს თურქეთში რეგისტრირებულ ერთობლივ საწარმო EYE (EmreRay + Yüksel + Erk)-თან გააფორმებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვის წესებით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში ოთხი მსხვილი კომპანია და ერთობლივი საწარმო მონაწილეობდა. შეფასების დასრულების შემდეგ გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay დასახელდა.

კალაძის განცხადებით, ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ 14-დღიანი გასაჩივრების ვადა მოქმედებს, რომლის ამოწურვის შემდეგაც კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება.

ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi სარკინიგზო და ტრამვაის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სპეციალიზებული თურქული კომპანიაა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EmreRay-ს განხორციელებული აქვს სტამბულის ემინონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რომელიც ლიანდაგებისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას მოიცავდა.

კომპანიის გამოცდილებაში ასევე შედის თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის პროექტი, ხოლო ქალაქ ანტალიაში ტრამვაის სისტემის ელექტრიფიკაციის სამუშაოები.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში EmreRay-ის ერთობლივმა საწარმომ სამუშაოების შესრულება 287,654,321 ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 416.6 მილიონ ლარზე, დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

დიდუბე-დიდი დიღმის ახალი ტრამვაის ხაზი 7.5 კილომეტრი იქნება და დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო „დიდუბეს“ დააკავშირებს. პროექტი Design-Build (DB) მეთოდით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას.

პროექტის ფარგლებში აშენდება ტრამვაის დეპოც, მარშრუტზე 11 გაჩერება მოეწყობა, ხოლო თითოეულ მოძრავ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. კონტრაქტორისთვის პროექტის განხორციელების ვადა 36 თვეა, საიდანაც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე 24 თვე მოდის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მხოლოდ თბილისის სეტყვა, რომელმაც მანქანები დააზიანა, ₾20 მლნ-მდე ასანაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს - ასოციაცია

მხოლოდ თბილისის სეტყვა, რომელმაც მანქანები დააზიანა, ₾20 მლნ-მდე ასანაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს - ასოციაცია

BM.GE

თურქეთის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა

თურქეთის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა

BM.GE

გურჯაანის ტურისტული კონცეფციის შესაქმნელად €180 000-ის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

გურჯაანის ტურისტული კონცეფციის შესაქმნელად €180 000-ის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

BM.GE

₾800 000-ის უძრავი ქონება საჩუქრად დედისგან|რას ფლობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი?

₾800 000-ის უძრავი ქონება საჩუქრად დედისგან|რას ფლობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი?

BM.GE