მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა გამოწვევებია თხილის სექტორში? - მერაბ ჭითანავას განმარტება
რა გამოწვევებია თხილის სექტორში? - მერაბ ჭითანავას განმარტება

რა გამოწვევებია თხილის სექტორში? - მერაბ ჭითანავას განმარტება

BM.GE1 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

თხილის სექტორში მთავარი გამოწვევა მცირე ფერმერების არასტაბილური ჩართულობა და შედეგად, ხარისხისა და მოსავლიანობის მკვეთრი განსხვავებაა. სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება BMGTV-ს გადაცემაში “ანალიტიკა” "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ.

მისი განმარტებით, სექტორი ფაქტობრივად ორ ნაწილად იყოფა: მსხვილი ფერმერული ბაღები, სადაც ბიზნესი მართავს პროცესს და დინამიკური ზრდა ფიქსირდება როგორც ხარისხში, ისე მოსავლის რაოდენობაში, და მცირე ფერმერები, რომლებიც საქართველოს თხილის წარმოების 60%-ზე მეტს ფლობენ, თუმცა მათ შემთხვევაში სტაგნაცია ან უკუსვლაც კი შეინიშნება.

ჭითანავას თქმით, მცირე ფერმერების ქცევა დიდწილად დამოკიდებულია ბაზრის ფასებზე. ვინაიდან, მაღალი ფასის პირობებში ისინი აქტიურდებიან და ბაღებს უკეთ უვლიან, ხოლო ფასების შემცირებისას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, რაც საბოლოოდ პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება.

"ეს მოცემულობა წელსაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ბაზარზე იყო პრეცედენტები - ერთ შემთხვევაში გაუტეხავი თხილი 13 ლარად გაიყიდა, ხოლო სხვა შემთხვევაში ფერმერებმა პროდუქცია 2-3 ლარად გაასაღეს", - აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, ეს ციკლური დინამიკა წლების განმავლობაში უცვლელად მეორდება, თუმცა მსხვილი მეურნეობების მიმართულებით პოზიტიური სურათი ნარჩუნდება და ქვეყანა თანდათან პრემიუმ ხარისხის თხილის წარმოებისკენ გადადის.

ჭითანავა მიიჩნევს, რომ გამოსავალი მიზნობრივი მხარდაჭერის მოდელშია. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაანონსებული ინიციატივები - მათ შორის საბრუნავი კაპიტალის მხარდაჭერა, პირველადი წარმოების თანადაფინანსება და „ფერმერის ბარათის“ მოდელი - სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"რესურსები შეზღუდულია და უკეთესი იქნება, თუ ისინი მიემართება იმ ფერმერებს, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულნი. მთელ სექტორზე ერთგვაროვანი მხარდაჭერა უკვე ვცადეთ და ეფექტი არ იყო საკმარისი", - განაცხადა ჭითანავამ.

მისივე თქმით, სექტორში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეებს შორის კოორდინაცია, რაშიც ახალი საბჭოს ფორმატი შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს, თუმცა მისი ეფექტიანობა პრაქტიკაში გამოჩნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE