მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა
რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა

BM.GE29 მაისი, 2026, 20:20|bm.ge

სემეკის წლიურ ანგარიშში "საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით", ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან არის შედარებული.

კომისიის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საშუალოდ კვტ.სთ-ზე 20 თეთრამდე იყო, თუმცა ქვეყანაში 2026 წლის აპრილიდან ქვეყანაში დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა.

სემეკის მონაცემებით, საქართველოზე იაფი ელექტროენერგია მხოლოდ აზერბაიჯანშია. ქვეყნის საშუალო ტარიფი კვტ.სთ-ზე 19.88 თეთრს შეადგენს, მაშინ როცა აზერბაიჯანში მცირედით ნაკლები 18.25 თეთრი ღირს. ჯამში საქართველოს ელექტროენერგიის ტარიფი შედარებულია 40-მდე ქვეყანასთან.

საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კვტსთ):

• აზერბაიჯანი — 18.25 თეთრი/კვტ.სთ • საქართველო — 19.88 თეთრი/კვტ.სთ • თურქეთი — 20.37 თეთრი/კვტ.სთ • ბოსნია და ჰერცოგოვინა — 30.05 თეთრი/კვტ.სთ • მონტენეგრო — 32.30 თეთრი/კვტ.სთ • უნგეთი — 33.03 თეთრი/კვტ.სთ • სომხეთი — 33.29 თეთრი/კვტ.სთ • ალბანეთი — 35.82 თეთრი/კვტ.სთ • სერბეთი — 35.91 თეთრი/კვტ.სთ • ჩრდილოეთ მაკედონია — 36.61 თეთრი/კვტ.სთ • ნორვეგია — 37.24 თეთრი/კვტ.სთ • ბულგარეთი — 40.13 თეთრი/კვტ.სთ • მალტა — 44.59 თეთრი/კვტ.სთ • ხორვატია — 48.29 თეთრი/კვტ.სთ • ისლანდია — 53.99 თეთრი/კვტ.სთ • რუმინეთი — 55.64 თეთრი/კვტ.სთ • სლოვენია — 55.98 თეთრი/კვტ.სთ • ფინეთი — 58.32 თეთრი/კვტ.სთ • სლოვაკეთი — 58.62 თეთრი/კვტ.სთ • მოლდოვა — 64.25 თეთრი/კვტ.სთ • შვედეთი — 66.09 თეთრი/კვტ.სთ • ესტონეთი — 66.86 თეთრი/კვტ.სთ • ლიტვა — 67.84 თეთრი/კვტ.სთ • ნიდერლანდები — 69.92 თეთრი/კვტ.სთ • საბერძნეთი — 73.96 თეთრი/კვტ.სთ • ლატვია — 78.53 თეთრი/კვტ.სთ • ლუქსემბურგი — 78.76 თეთრი/კვტ.სთ • პორტუგალია — 79.83 თეთრი/კვტ.სთ • საფრანგეთი — 80.38 თეთრი/კვტ.სთ • პოლონეთი — 82.29 თეთრი/კვტ.სთ • ესპანეთი — 88.14 თეთრი/კვტ.სთ • ავსტრია — 91.70 თეთრი/კვტ.სთ • კვიპროსი — 92.96 თეთრი/კვტ.სთ • დანია — 93.54 თეთრი/კვტ.სთ • ჩეხეთი — 95.25 თეთრი/კვტ.სთ • ლიხტენშტეინი — 96.75 თეთრი/კვტ.სთ • ირლანდია — 98.19 თეთრი/კვტ.სთ • ბელგია — 110.75 თეთრი/კვტ.სთ • იტალია — 115.73 თეთრი/კვტ.სთ • გერმანია — 123.96 თეთრი/კვტ.სთ

30 მარტს გამართულ სხდომაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ელექტროენერგიის ტარიფების ზრის გადაწყვეტილება მიიღო. დენის ფასი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, დაახლოებით 5 თეთრით იზრდება. სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, მატების ზრდა 17%-დან 33%-მდე მერყეობს.

ელექტროენერგიის გაძვირება ადრეც იყო დაანონსებული, თუმცა 2025 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება სამი თვით გადავადდა. სემეკის ინფორმაციით, ტარიფის ზრდის ძირითადი მიზეზებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მოცულობაც, რათა ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, ხოლო მეორე მხრივ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური

“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური

BM.GE

ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE

საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

BM.GE

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

BM.GE