მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ღირს ნავთობი?
რა ღირს ნავთობი?

რა ღირს ნავთობი?

BM.GE4 მაისი, 2026, 17:37|bm.ge

სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის და ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი ვითარების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ღირებულება იზრდება. ერთკვირიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 7%-ს აღწევს და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 100 დოლარს აღწევს, ხოლო WTI-ის ფასი $103-ის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ის საშუალოდ 110 დოლარად ივაჭრება.

ენერგომატარებლების ღირებულების ზრდა პირდაპირ უკავშირდება თეირანის ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი უარს ამბობს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე და მოლაპარაკების ძირითადი პირობების დაცვაზე. საპასუხოდ ამისა, პრეზიდენტი ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ წინადადებას უარყოფს და სრუტეში სამხედრო ბლოკადას აგრძელებს.

აშშ-ირანის უთანხმოების ფონზე, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ისევ დაკეტილი რჩება, რაც ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 80%-ით არის გაძვირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE