
რა თანხა გამოიმუშავეს ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულებმა - ალექსანდერ ზვერევმა და ელენა რიბაკინამ?
ალექსანდერ ზვერევმა კვირას 2026 წლის US Open-ის ტიტული მოიპოვა და გერმანელმა ჩოგბურთელმა ამით მიმდინარე წელს მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო — ივნისში მან როლან გაროსიც ჩაიბარა.
მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელმა მეორე ნომერმა ფინალში, ნიუ-იორკის ქუინსში, არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე ბენ შელტონი ანგარიშით 6:3, 7:6 (2), 5:7, 6:2 დაამარცხა. ამით ზვერევმა ნიუ-იორკელი გულშემატკივრების იმედი გააქრო, რომ ამერიკელ მამაკაც ჩოგბურთელს ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად დიდი სლემის ტიტულის მოგება შეეძლო.
მხოლოდ საპრიზო თანხების გათვალისწინებით, US Open-ის მოგების შემდეგ ზვერევმა 2026 წელს ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი დააგროვა. მისი კორტზე გამომუშავებული თანხა $14.72 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც იტალიელ იანიკ სინერის მაჩვენებელი $11.62 მილიონია.
მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ATP-ის რეიტინგში პოზიციას შეინარჩუნებს და პირველ ადგილზე მყოფ სინერთან სხვაობას კიდევ უფრო შეამცირებს. US Open-ის მოგებისთვის ზვერევმა 2 000 სარეიტინგო ქულა მიიღო. სინერმა კი წლევანდელ ბოლო დიდი სლემის ტურნირში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო და დაკარგავს 1 300 ქულას, რომელიც 2025 წლის ფინალში გასვლისთვის ჰქონდა მოპოვებული.
ქალთა ტურნირზე კი US Open-ის ჩემპიონი ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა გახდა. მან შაბათს მოქმედი, ორგზის ჩემპიონი არინა საბალენკა ანგარიშით 6:4, 5:7, 6:2 დაამარცხა.
რიბაკინამ ამით წლის მეორე დიდი სლემის ტიტული მოიპოვა, იანვარში მან ავსტრალიის ღია პირველობაც მოიგო. მას კარიერულ „დიდ სლემამდე“ მხოლოდ როლან გაროსის ტიტული აკლია.
ქუინსში ჩინელი ცინვენ ჩჟენის დამარცხების შემდეგ რიბაკინა ქალთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერიც გახდა და პირველად დაიკავა WTA-ის პირველი ადგილი, რითაც საბალენკა გადაასწრო.შედეგად ზვერევის მსგავსად ამ გამარჯვებით რიბაკინამაც $5,5 მილიონი გამოიმუშავა, რაც ყველაზე მაღალი საპრიზო თანხაა ისტორიაში.
BM.GE
წყარო: bm.ge