მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას - თითოეული სექტორის წვლილი
რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას - თითოეული სექტორის წვლილი

რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას - თითოეული სექტორის წვლილი

BM.GE12 მაისი, 2026, 18:16|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის ანგარიშის საფუძველზე დათვალა თითოეული სექტორის წვლილი რამაც გასულ წელს არსებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ამ სექტორებს შორის ზომით პირველ ადგილზე კვლავინდებურად ვაჭრობის სექტორია, რომლის ზომაც 13.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა წლიურად ვაჭრობის სექტორის ზრდამ მხოლოდ 3.8% შეადგინა და შესაბამისად მთლიან 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში მისი კონტრიბუცია მხოლოდ 0.5 პროცენტული პუნქტი იყო. ხოლო სექტორებს შორის ყველაზე მაღალი 28.7%-ის ზრდა ჰქონდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, რომლის ზომაც 7.4 მილიარდი ლარი გახდა, თუმცა ასეთი მაღალი ზრდის გათვალისწინებით 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის წვლილი 1.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის კონტრიბუცია ყველაზე მაღალია.

მეორე პოზიცია 2025 წელს განათლების სექტორმა დაიკავა უჩვეულოდ მაღალი - 24.5%-იანი ზრდით, რის შედეგადაც განათლების სექტორის ზომამ 5.86 მილიარდ ლარს მიაღწია. ამის გათვალისწინებით, განათლებას 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში 1.2 პროცენტული პუნქტის წვლილი ჰქონდა. მესამე პოზიციას კი იკავებს საფინანსო სექტორი, სადაც გასულ წელს 12.9%-ის ზრდა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სექტორის ზომამ 4.69 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის წვლილი 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში 0.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა სექტორებს - ენერგეტიკის სექტორში გასულ წელს 4.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა, რისი გათვალისწინებითაც ამ სექტორმა მთლიან ეკონომიკურ ზრდაში მინუს 0.1 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ასევე ზრდის ნაცვლად კლება იყო სოფლის მეურნეობაში 5.7%-ის ოდენობით, რის გამოც ამ სექტორმა ეკონომიკურ ზრდაში მინუს 0.3 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.

2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წვლილის მიხედვით დაჯგუფებული სექტორები:

ეკონომიკის სექტორები სექტორის ზომა ლარებში სექტორის ზრდა/კლება 2025 წელს წვლილი 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში 2025 წელს - პროცენტული პუნქტი ინფორმაცია და კომუნიკაცია 7.37 მილიარდი ლარი; 28.70% 1.6 პროცენტული პუნქტი განათლება 5.86 მილიარდი ლარი; 24.50% 1.2 პროცენტული პუნქტი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 4.69 მილიარდი ლარი; 12.90% 0.6 პროცენტული პუნქტი სახელმწ. მმართველობა და თავდაცვა; სოც. უსაფრთხოება 6.12 მილიარდი ლარი; 9.30% 0.6 პროცენტული პუნქტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; რემონტი 13.54 მილიარდი ლარი; 3.80% 0.5 პროცენტული პუნქტი ტრანსპორტი და დასაწყობება 5.55 მილიარდი ლარი; 8.90% 0.5 პროცენტული პუნქტი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 8.56 მილიარდი ლარი; 5.00% 0.4 პროცენტული პუნქტი ხელოვნება, გართობა და დასვენება 3.72 მილიარდი ლარი; 12.30% 0.4 პროცენტული პუნქტი ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 3.57 მილიარდი ლარი; 11.90% 0.4 პროცენტული პუნქტი დამამუშავებელი მრეწველობა 8.35 მილიარდი ლარი; 3.90% 0.3 პროცენტული პუნქტი განთავსება და საკვების მიწოდება 3.70 მილიარდი ლარი; 5.60% 0.2 პროცენტული პუნქტი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 2.19 მილიარდი ლარი; 8.30% 0.2 პროცენტული პუნქტი ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები 1.08 მილიარდი ლარი; 12.40% 0.1 პროცენტული პუნქტი მშენებლობა 7.32 მილიარდი ლარი; 0.80% 0.1 პროცენტული პუნქტი სამთომოპოვებითი მრეწველობა 994.8 მილიონი ლარი; -3.00% 0 პროცენტული პუნქტი სხვა სახის მომსახურება 836.4 მილიონი ლარი; -1.50% 0 პროცენტული პუნქტი შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობები 86.4 მილიონი ლარი; -13.00% 0 პროცენტული პუნქტი წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა 791.2 მილიონი ლარი; 4.30% 0 პროცენტული პუნქტი ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის მიწოდება 2.00 მილიარდი ლარი; -4.50% -0.1 პროცენტული პუნქტი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 5.42 მილიარდი ლარი; -5.70% -0.3 პროცენტული პუნქტი

წყარო - საქსტატი/ეროვნული ბანკი

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

აშშ-ში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

მთავრობა „ტყის მცველის“ პოზიციას ქმნის და 499 ადამიანს ასაქმებს - შეიცვლება ხე-ტყის გაყიდვის წესიც

მთავრობა „ტყის მცველის“ პოზიციას ქმნის და 499 ადამიანს ასაქმებს - შეიცვლება ხე-ტყის გაყიდვის წესიც

BM.GE

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

BM.GE

ACE Group Georgia $300 მილიონის ინვესტიციას აანონსებს - როდის გაიხსნება საგარეჯოს თიზი?

ACE Group Georgia $300 მილიონის ინვესტიციას აანონსებს - როდის გაიხსნება საგარეჯოს თიზი?

BM.GE