მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ralph Lauren-ის აქციები 10%-ით გაიზარდა - ზრდას ხელი ჩინეთში გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა შეუწყო
Ralph Lauren-ის აქციები 10%-ით გაიზარდა - ზრდას ხელი ჩინეთში გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა შეუწყო

Ralph Lauren-ის აქციები 10%-ით გაიზარდა - ზრდას ხელი ჩინეთში გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა შეუწყო

BM.GE23 მაისი, 2026, 00:34|bm.ge

Ralph Lauren-ის აქციები ხუთშაბათს დილის სავაჭრო სესიაზე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაღალი კლასის ტანსაცმლის ბრენდმა კვარტალური შემოსავლების პროგნოზებს გადააჭარბა. ამას ხელი ჩინეთში გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა შეუწყო - იტყობინება Reuters-ი.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრის ლუვემ ანალიტიკოსებთან საუბრისას განაცხადა, აზიაში გაყიდვებმა შემოსავლების ზრდაში ლიდერობა აიღო. მისი თქმით, ახალი წლის პერიოდში ჩინეთში "განსაკუთრებით ძლიერი შედეგები დაფიქსირდა და ქვეყანაში გაყიდვები 50%-ზე მეტით გაიზარდა.

აქციების ფასის ნახტომმა Ralph Lauren-ი 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველდღიური ზრდის გზაზე დააყენა.

თითქმის 60-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკულმა ბრენდმა კვარტალური შემოსავლის სახით 1.98 მილიარდი დოლარი დააფიქსირა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს აღემატება. დიზაინერ რალფ ლორენის მიერ 1967 წელს ჰალსტუხების ხაზის სახით დაარსებული ბრენდი, რომელიც შემდეგ ამერიკული მოდის ლიდერი გახდა, ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ახლახან გლობალური ფუფუნების სექტორში არსებული შენელების ტენდენცია გადალახეს.

ანალიტიკოსები ბრენდის ბოლოდროინდელ დინამიკას მის საბაზრო პოზიციასაც უკავშირებენ - ის ბევრ კონკურენტ ფუფუნების ბრენდთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ მოთამაშედ მიიჩნევა.

ამერიკული ბრენდის ძლიერი შედეგები კონტრასტშია LVMH-ის (რომელიც გლობალური ფუფუნების სექტორის ბარომეტრია) გასული თვის კვარტალურ ანგარიშთან. LVMH-ის თანახმად, ირანის ომმა გლობალური გაყიდვები სულ მცირე 1 პროცენტული პუნქტით შეამცირა სპარსეთის ყურის სავაჭრო ჰაბებში (მაგალითად, დუბაიში) დანახარჯების შემცირების გამო. ვალუტის რყევების გათვალისწინებით, ფრანგული ფუფუნების გიგანტის გლობალური კვარტალური გაყიდვები მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზებს.

Ralph Lauren-მა ევროპაში პირველ კვარტალში შემოსავლების ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა. თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო ევროპაში ტურიზმის კლებამ, ისევე როგორც ევროპელი მყიდველების ფინანსურმა სირთულეებმა, შესაძლოა წელს რეგიონში მისი შედეგები დააზარალოს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ძალიან ხშირად ჯარიმებს და საურავებს კაბალური ხელშეკრულებები იწვევს”- პაატა ტრაპაიძე

“ძალიან ხშირად ჯარიმებს და საურავებს კაბალური ხელშეკრულებები იწვევს”- პაატა ტრაპაიძე

BM.GE

იტალიამ მეკობრული სტრიმინგ-ქსელი გამოავლინა - ზარალი €300 მილიონია

იტალიამ მეკობრული სტრიმინგ-ქსელი გამოავლინა - ზარალი €300 მილიონია

BM.GE

იგეგმება თუ არა IMAX-ის გაყიდვა?

იგეგმება თუ არა IMAX-ის გაყიდვა?

BM.GE

MMA-ის გავლენიანი პრომოუტერი სკოტ ქოკერი საბრძოლო ბიზნესში $60-მილიონიანი ინვესტიციით ბრუნდება

MMA-ის გავლენიანი პრომოუტერი სკოტ ქოკერი საბრძოლო ბიზნესში $60-მილიონიანი ინვესტიციით ბრუნდება

BM.GE