მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი მილიარდი დახარჯა ამერიკამ ირანთან ომში?
რამდენი მილიარდი დახარჯა ამერიკამ ირანთან ომში?

რამდენი მილიარდი დახარჯა ამერიკამ ირანთან ომში?

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 04:00|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, აგვისტოს მდგომარეობით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის ჯამურმა ღირებულებამ $33.4 მილიარდი შეადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა ქვეყნის თავდაცვით არსენალში დეფიციტი წარმოქმნა და სამრეწველო ინდუსტრიაში არსებული შეფერხებები გამოავლინა.

ანგარიშის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების დროს ამერიკულმა მხარემ მნიშვნელოვანი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული დანაკარგი განიცადა. ირანული მხარის იერიშების შედეგად ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ათობით შენობა და ნაგებობა დაზიანდა ან განადგურდა. ამასთან, მტერმა ათეულობით ამერიკული საფრენი აპარატი დააზიანა. განადგურებულია ოთხი F-15E ტიპის გამანადგურებელი და ერთი A-10 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, დაზიანება კი პირველად მიიღო მეხუთე თაობის F-35A-ს მოდელის საბრძოლო თვითმფრინავმაც. სამხედრო საჰაერო ძალებმა ასევე დაკარგეს შვიდი KC-135 ტიპის საწვავშემვსები თვითმფრინავი, შვიდი ვერტმფრენი და 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო ხარჯების გარდა, სერიოზული ზიანი მიადგა რეგიონში არსებულ ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც. ერაყში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებულ დიპლომატიურ ობიექტებზე მიყენებულმა პირდაპირმა მატერიალურმა ზარალმა $184 მილიონი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

BM.GE

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE