მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი მილიარდის ანაზღაურებას იღებს ილონ მასკი Tesla-ში?
რამდენი მილიარდის ანაზღაურებას იღებს ილონ მასკი Tesla-ში?

რამდენი მილიარდის ანაზღაურებას იღებს ილონ მასკი Tesla-ში?

BM.GE5 მაისი, 2026, 03:58|bm.ge

მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა 2025 წელს კომპენსაციის სახით $158.4 მილიარდი მიიღო.

აღნიშნული ანაზღაურების პაკეტი აქციონერებმა გასულ წელს დაამტკიცეს, რაც მიზნად ისახავდა მასკის მოტივირებას, რათა მან მეტი დრო დაუთმოს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას.

10-წლიანი შეთანხმების საერთო ღირებულებამ, ყველა დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა $1 ტრილიონსაც მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ ამ გეგმის მიხედვით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $8.5 ტრილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რათა მასკმა $1 ტრილიონი მიიღოს.

ამჟამად ბიზნესმენი კომპანიის ხმის მიცემის უფლების 20.3%-ს აკონტროლებს, რაც ოფციონების რეალიზაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მანამდე მასკი აცხადებდა, რომ მისი წილი დაახლოებით 15%-ს შეადგენდა და იმუქრებოდა, რომ დატოვებდა Tesla-ს, თუ მფლობელობა 25%-მდე არ გაიზრდებოდა. მისი თქმით, ეს კონტროლი აუცილებელია კომპანიის მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის სამართავად.

ფინანსური დოკუმენტაცია ასევე ააშკარავებს მჭიდრო ბიზნესკავშირებს მასკის სხვადასხვა კომპანიას შორის. 2025 წელს SpaceX-მა Tesla-ს ავტომობილებში $143.3 მილიონი გადაუხადა. პარალელურად, xAI-მ Tesla-სგან $430.1 მილიონის ღირებულების პროდუქცია, ძირითადად მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი Megapack-ის სამრეწველო ბატარეები შეიძინა. 2026 წლის პირველ ორ თვეში xAI-ის მხრიდან გადახდილმა თანხამ კიდევ $78.1 მილიონი შეადგინა. თავის მხრივ, Tesla-მ სარეკლამო მომსახურებისთვის სოციალურ პლატფორმა X-ს $3.3 მილიონი ჩაურიცხა, ხოლო $1 მილიონამდე The Boring Company-ს გადაუხადა.

ამჟამად Tesla-ს საბაზრო ღირებულება ათზე მეტი მსხვილი ავტომწარმოებლის ჯამურ კაპიტალიზაციას აჭარბებს. ინვესტორების ეს ნდობა ეფუძნება მოლოდინს, რომ კომპანია წარმატებით დანერგავს უპილოტო ტაქსებს, ჰუმანოიდ რობოტებსა და უპილოტო ტრანსპორტს.

სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, კომპანია მიზნად 20 მილიონი ავტომობილის გამოშვებას, ერთი მილიონი რობოტაქსის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამავე რაოდენობის ჰუმანოიდი რობოტის გაყიდვას ისახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE