მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას ემსახურება უვიზო რეჟიმზე EU-საქართველოს დიალოგი? - პრესსპიკერის განმარტება
რას ემსახურება უვიზო რეჟიმზე EU-საქართველოს დიალოგი? - პრესსპიკერის განმარტება

რას ემსახურება უვიზო რეჟიმზე EU-საქართველოს დიალოგი? - პრესსპიკერის განმარტება

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:28|bm.ge

ევროკომისიის პრესსპიკერი მარკუს ლამერტი განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმზე EU-საქართველოს დღეს დაგეგმილი დიალოგის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვია. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, საქართველოზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"როგორც ამ კვირის დასაწყისში ავხსენი, გაიმართება შეხვედრა ევროკომისიასა და ქართველი ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. ეს არის სტანდარტული პროცედურის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია სავიზო რეგულაციით და რომელიც ხორციელდება მაშინ, როდესაც ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. ეს მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის 12-თვიანი ვადით შეჩერება.

ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილვის მთავარი თემა.

შეგახსენებთ, რომ შეჩერების მიზეზად დასახელდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან სფეროებში",- აღნიშნა მან.

"საქმე სერიოზულადაა" - 11 ივნისს ბრიუსელში უვიზო რეჟიმზე EU-საქართველოს დიალოგი გაიმართება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE