მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული
რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 19:39|bm.ge

ტაილანდის უმსხვილესი კერძო ბიზნესჯგუფი Charoen Pokphand Group (CP Group) საქართველოში მსხვილ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობას განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯგუფის თავმჯდომარე კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტისა და ენერგეტიკის, მათ შორის განახლებადი ენერგიის პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობები.

CP Group-ი დღეს რვა ძირითად ბიზნესმიმართულებაში საქმიანობს და 23 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, მისი წლიური ბრუნვა კი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჰოლდინგი ჩეარავანონტის ოჯახის საკუთრებაშია და ის 1921 წელს არის დაფუძნებული.

110 მილიარდ დოლარზე მეტი ბრუნვა

CP Group-ის მასშტაბის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი მისი წლიური შემოსავალია. 2025 წლის მონაცემებით, ჯგუფის გლობალური გაყიდვები დაახლოებით 111.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კონგლომერატის ბიზნესპორტფელში შედის აგრობიზნესი და საკვები, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები, ციფრული მომსახურებები და ელექტრონული კომერცია, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, ავტოწარმოება და ინდუსტრიული პროდუქტები, ფარმაცევტიკა და ფინანსური მომსახურებები.

CP Group-ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი Charoen Pokphand Foods (CPF)-ია. კომპანია საქმიანობას ახორციელებს აგროსამრეწველო და კვების სრული ჯაჭვის მასშტაბით, ცხოველების საკვებიდან და მეცხოველეობიდან დაწყებული, გადამუშავებული და მზა საკვებით დასრულებული. კომპანია ინვესტიციებს 17 ქვეყანაში ფლობს და პროდუქცია 40-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს. მისი პროდუქტები ხუთ კონტინენტზე 4 მილიარდზე მეტ მომხმარებლამდე აღწევს.

სუპერმარკეტების ქსელები 7-Eleven, Makro და Lotus's

CP Group-ის საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი საცალო ვაჭრობაა. ჯგუფთან დაკავშირებული CP ჯგუფი ტაილანდში სუპერმარკეტების ქსელის 7-Eleven-ის ექსკლუზიური ოპერატორია. 2024 წლის ბოლოს კომპანიას ქვეყანაში 15,245 ერთეული 7-Eleven-ის მაღაზია ჰქონდა.

საცალო ბიზნესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი CP Axtra-ია, რომელიც Makro-ს საბითუმო და Lotus's-ის საცალო ქსელებს მართავს. 2025 წლის ბოლოს CP Axtra-ს 2,758 ობიექტი ჰქონდა, მათ შორის 2,678 ტაილანდში და 80 სხვა ქვეყანაში.

ტელეკომუნიკაციები და 47.5 მილიონი აბონენტი

CP Group-ის კიდევ ერთი მსხვილი მიმართულებაა ტელეკომუნიკაციები. ჯგუფთან დაკავშირებული True Corporation, dtac-თან შერწყმის შემდეგ, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. 2025 წლის ბოლოს True-ს მობილური მომსახურების 47.5 მილიონი აბონენტი ჰყავდა.

ამ ეკოსისტემას ემატება ციფრული ბიზნესი, ელექტრონული კომერცია, ფინანსური ტექნოლოგიები და ციფრული გადახდები. ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიები, მათ შორის Ascend, საქმიანობენ ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, ფინტექი, გადახდები, ლოჯისტიკა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა.

SAIC Motor-ის ავტომობილების წარმოება ტაილანდში

CP Group-ის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საავტომობილო ინდუსტრიაა. ჯგუფი ჩინურ SAIC Motor-თან პარტნიორობით ტაილანდში MG-ის ავტომობილებს აწარმოებს. ამისთვის 2013 წელს შეიქმნა ერთობლივი საწარმო SAIC Motor-CP, რომელიც MG-ის ავტომობილების წარმოებასა და დისტრიბუციაზეა პასუხისმგებელი ტაილანდსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ბაზრებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული

BM.GE

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს

BM.GE

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE

იაპონია საბაზო ინფლაცია 2.7%-მდე გაიზარდა

იაპონია საბაზო ინფლაცია 2.7%-მდე გაიზარდა

BM.GE