მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას შეცვლის FMCG სექტორში ევროდირექტივის დანერგვა – ექსპერტის მოსაზრება
რას შეცვლის FMCG სექტორში ევროდირექტივის დანერგვა – ექსპერტის მოსაზრება

რას შეცვლის FMCG სექტორში ევროდირექტივის დანერგვა – ექსპერტის მოსაზრება

BM.GE3 მაისი, 2026, 01:05|bm.ge

რას შეცვლის FMCG სექტორში „ფასების კომისიის“ მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივის საქართველოში ინპლემენტაცია? - ამ კითხვის საპასუხოდ, რითეილ ექსპერტი "საქმის კურსის" ეთერში განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მეტად გამჭვირვალეს გახდის პარტნიორების ურთიერთობებს, თუმცა ცალსახად ვერ მოახდენს დიდ ზეგავლენას ფასების შემცირებაზე.

ფასების საპარლამენტო კომისიამ 2.5 თვიანი მუშაობის შემდეგ დასკვნა და რეკომენდაციები 1 მაისს გამოაქვეყნა.

Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ ევროდირექტივის „არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის შესახებ“ არსი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ფერმერების დასაცავად არის შექმნილი, თუმცა ის არ უნდა იქცეს ბაზარზე უხეში ჩარევის იარაღად.

„ევროდირექტივა რა სახითაც არის, ის მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის, ძირითადად ფერმერული მეურნეობების და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობაზე, რაც ამ თავისი მიზნიდან გამომდინარე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და გაჯანსაღება, ასევე მათი პროდუქტის გაყიდვების სტიმულირება, თუმცა არა ხელოვნურად, არამედ რეალურად ისეთი მექანიზმებით, რომელიც მათ პროდუქციას გახდის მოთხოვნადს და რეალურად ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქტით კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას. ამ ევროდირექტივის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, გამჭვირვალე ურთიერთობები, თუმცა მკაცრი და უხეში ჩარევა არ უნდა მოხდეს. უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც რითეილერის, ასევე მწარმოებლის ინტერესი და უნდა იყოს მაქსიმალურად მათი კომერციული ინტერესები დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს მომხმარებელზე. შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის დეფიციტზე, პროდუქტის ხარისხის გაუარესება და შესაძლოა, ჩრდილოვანი ქმედებისკენაც კი ვუბიძგოთ. ამიტომ ასეთი ჩარევები ძალიან საფრთხილო და ფაქიზი შესასრულებელია",- მიიჩნევს Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE