მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალები
რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალები

რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალები

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 01:28|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება. კერძოდ:

• რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის;

• რა სახის გადაუდებელი, დროებითი ან გრძელვადიანი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში გადაყვანის საკითხი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა. ამასთან, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი, შესაბამისი ფართის მოძიების მიმართულებით.

თამარ მახარაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებულად დაიწყებს იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულ საკითხებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე დამატებით იმსჯელებენ.

21-ე სკოლა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში დაიხურა, რასაც მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების პროტესტი მოჰყვა. სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →სკოლის →

მსგავსი სტატიები

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

BM.GE

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

BM.GE

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

BM.GE