მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას წარმოადგენს Commure, რომელმაც ჯანდაცვის AI პლატფორმის გასაფართოებლად $70 მლნ მოიზიდა
რას წარმოადგენს Commure, რომელმაც ჯანდაცვის AI პლატფორმის გასაფართოებლად $70 მლნ მოიზიდა

რას წარმოადგენს Commure, რომელმაც ჯანდაცვის AI პლატფორმის გასაფართოებლად $70 მლნ მოიზიდა

BM.GE24 მაისი, 2026, 22:11|bm.ge

ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის კომპანია Commure-მა 70 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსების მიღების შესახებ განაცხადა, რითაც მისი შეფასება 7 მილიარდი დოლარი გახდა.

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ პრესრელიზში აღნიშნა, რომ დაფინანსების რაუნდს ლიდერობდა General Catalyst-ი, ხოლო დამატებითი ინვესტიციები Sequoia Capital-მა, Morgan Stanley-მ და Kirkland & Ellis-მა განახორციელეს.

მოზიდული კაპიტალი მიზნად ჯანდაცვის გლობალურ სისტემებში Commure-ის AI-ზე დაფუძნებული ადმინისტრაციული და კლინიკური ინსტრუმენტების დანერგვის დაჩქარებას ისახავს.

Commure იმ ადმინისტრაციული ამოცანების ავტომატიზაციაზე სპეციალიზდება, რომლებიც კომპანიის შეფასებით, მხოლოდ შეერთებულ შტატებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს ყოველწლიურად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი უჯდებათ. პრესრელიზის თანახმად, კომპანიის შემოსავლების ციკლის მართვის პლატფორმა ამჟამად 500-ზე მეტ ჯანდაცვის ორგანიზაციასა და 3,000-მდე ლოკაციაზე მოქმედებს, მათ შორის ისეთ მსხვილ ქსელებში, როგორიცაა HCA Healthcare-ი და Tenet Healthcare-ი.

ფირმის განცხადებით, მისი სისტემები ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების გადახდებს ამუშავებენ და ამ სამუშაოს 85%-ზე მეტს ადამიანის ჩარევის გარეშე ასრულებენ.

Commure ახალ დაფინანსებას შემოსავლების ციკლისა და პრაქტიკის მართვის პლატფორმების მასშტაბირებისთვის და თავისი AI-ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯანდაცვის ბაზრებზე გასაფართოებლად გამოიყენებს.

Commure-ის გაფართოება ჯანდაცვის გადახდების ეკოსისტემაში მზარდ ტექნოლოგიურ რბოლას ემთხვევა. მარტში გამოქვეყნებულმა PYMNTS-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ AI სულ უფრო აქტიურად გამოიყენება როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, ისე სადაზღვევო კომპანიების მიერ იმ დავაში, რომელიც სამედიცინო ანგარიშსწორებასა და ანაზღაურებას ეხება: სადაზღვევო კომპანიები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოები AI-ანგარიშსწორების პროგრამებს პროცედურების აგრესიული კოდირებისა და გადახდების მაქსიმიზაციისთვის იყენებენ.

მეორე მხრივ, საავადმყოფოები აცხადებენ, რომ მოწინავე AI-ინსტრუმენტები აუცილებელია სადაზღვევო ინდუსტრიის აგრესიული ტაქტიკის საპირწონედ. HCA Healthcare-ის ხელმძღვანელების თქმით, რომელიც Commure-ის პლატფორმას იყენებენ, ხელოვნური ინტელექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადამხდელების (სადაზღვევოების) მხრიდან მზარდი უარყოფებისა და არასრული ანაზღაურების პრაქტიკასთან საბრძოლველად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE