მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს

„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს

BM.GE29 მაისი, 2026, 16:22|bm.ge

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, Wendy's საქართველოში ემოციური კამპანიით აღნიშნავს. კამპანიის მთავარი იდეა თაობებს შორის ურთიერთობასა და იმ განსაკუთრებულ ემოციას ეძღვნება, რომელიც ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს, Wendy’s-ში სტუმრობას ახსენებს და გარწმუნებს, რომ — „რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“.

კამპანიის ცენტრში Wendy’s-ის ძველი მონეტაა. შესაბამისად, კამპანიის ფარგლებში, 31 მაისსა და 1 ივნისს, სტუმრები, რომლებიც Wendy’s-ის ძველ მონეტას რესტორანში წარადგენენ, საჩუქრად მიიღებენ Kids Meal-ს.

საქართველოში Wendy’s-ის პირველი რესტორანი 2013 წელს გაიხსნა, ხოლო დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი ქვეყნის მასშტაბით 22 რესტორანს აერთიანებს და უკვე წლებია სხვადასხვა თაობის სტუმრებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად რჩება.

დღეს Wendy’s-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელია — ბრენდი 7,000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გაფართოებას აქტიურად აგრძელებს.

„ბავშვთა დღე, როგორც წესი, ბავშვებთან ასოცირდება, თუმცა გვინდოდა ამ კამპანიით გვეჩვენებინა ის ემოცია, რომელსაც მშობელი შვილის გაზრდის პროცესში განიცდის. ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა მოულოდნელად გავიაზრეთ, რომ ბავშვობა ძალიან სწრაფად გადის, თუმცა მშობლისთვის შვილი ასაკის მიუხედავად ყოველთვის ბავშვად რჩება. Wendy’s-ი საქართველოში უკვე 12 წელია არსებობს და ამ წლების განმავლობაში არაერთი თაობის მოგონებების ნაწილი გახდა. სწორედ ამ ემოციაზე გვინდოდა გვესაუბრა წლევანდელი 1 ივნისის კამპანიით,“ — აცხადებს ლექსო შენგელია, Wendy’s-ის მარკეტინგის დირექტორი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შექმნილი კამპანიით Wendy’s კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახური ურთიერთობების, ერთად გატარებული დროისა და იმ პატარა მოგონებების მნიშვნელობას, რომლებიც წლების შემდეგ განსაკუთრებულ ემოციებად გვრჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE