მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჩავარდა სასკოლო ფორმების პირველი შესყიდვა? - სამინისტროს განმარტება
რატომ ჩავარდა სასკოლო ფორმების პირველი შესყიდვა? - სამინისტროს განმარტება

რატომ ჩავარდა სასკოლო ფორმების პირველი შესყიდვა? - სამინისტროს განმარტება

BM.GE26 მაისი, 2026, 19:05|bm.ge

განათლების სამინისტრო ამჯერად გაზრდილი ფასით ითხოვს სასკოლო ფორმების შეძენას და წინა შესყიდვის გახმობის მიზეზად შერჩეულ კომპანიას ასახელებს, რომელმაც მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

სამინისტროს შპს ,,საგანმანათლებლო რესურსები'' ჯამში 45 658 840 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას.

"შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებმა'' სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 1 აპრილს, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა და მისი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის 29 აპრილს წარდგენილი იქნა შუამდგომლობა [გამარტივებულ შესყიდვაზე], თუმცა 2026 წლის 14 მაისს, კომპანიამ რომლის ფასის გათვალისწინებითაც იქნა წარდგენილი მიმართვა, უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაბამისად, გამოხმობილი იქნა მიმართვა [გამარტივებულ შესყიდვაზე]. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი", - ნათქვამია შესყიდვების სამინისტროზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წინა გამარტივებულ შესყიდვაში სამინისტრო იგივე მომსახურებაში 44.9 მლნ ლარის გადახდას აპირებდა.

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში 1 801 000-ია.

"სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 20 მაისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 45 658 840 ლარით.

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია სამ ეტაპად: I ეტაპი - 301 000 ცალი - 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი - 600 000 ცალი - 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი - 900 000 ცალი - 2026 წლის 30 ნოემბრამდე", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ვისთან აპირებს უწყება გამარტივებული წესით ხელშეკრულების დადებას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე

სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე

BM.GE

სები დიდი ბრიტანეთის მიერ 3 კრიპტოკომპანიის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

სები დიდი ბრიტანეთის მიერ 3 კრიპტოკომპანიის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

BM.GE

ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა

ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა

BM.GE