მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ დაითხოვა კრიპტო კომპანია Coinbase-მა თანამშრომელთა 14%
რატომ დაითხოვა კრიპტო კომპანია Coinbase-მა თანამშრომელთა 14%

რატომ დაითხოვა კრიპტო კომპანია Coinbase-მა თანამშრომელთა 14%

BM.GE10 მაისი, 2026, 11:01|bm.ge

ამერიკული კრიპტოკომპანია Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა სამუშაო ადგილების 14%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, შემცირება 660 თანამშრომელს შეეხება. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულმა კრიზისულმა ვითარებამ და ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ განაპირობა. სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში არმსტრონგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საინჟინრო გუნდების მუშაობას მნიშვნელოვნად აჩქარებს. მისი თქმით, ის ამოცანები, რომლებსაც ადრე კვირები სჭირდებოდა, ახლა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რამდენიმე დღეში სრულდება.

როგორც ირკვევა, ამჟამინდელი ოპტიმიზაცია კომპანიის ხარჯების სტრუქტურის გადახედვასა და მისი ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. Coinbase-ი, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, გეგმავს, ზრდის მომდევნო ეტაპისთვის უფრო მოქნილი მოდელი ჩამოაყალიბოს, ეს კი, კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, შემცირებების გარეშე შეუძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გაშვებული ამერიკაში დასაქმებული პირები კომპენსაციის სახით სულ მცირე 16 კვირის ხელფასს მიიღებენ. ამასთან, თითოეულ ნამუშევარ წელზე მათ დამატებითი ორკვირიანი ანაზღაურება დაერიცხებათ. მსგავსი მხარდაჭერა სხვა ქვეყნებში მომუშავე პერსონალისთვისაც ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადდება.

საყურადღებოა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარე კრიზისის გამო კადრების შემცირება სხვა მსხვილმა პლატფორმებმაც დაიწყეს. მაგალითად, Algorand-მა შტატები 25%-ით შეამცირა, ხოლო Gemini-მ და Crypto.com-მა პერსონალის 30% და 12% დაითხოვეს. ამ კომპანიების უმრავლესობა ოპტიმიზაციის მიზეზად მაკროეკონომიკურ სირთულეებსა და სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებას ასახელებს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, არსებული ტენდენცია მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია სექტორში მომუშავე სპეციალისტთა რაოდენობაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.

ცნობისთვის, რომ Coinbase-ი ბაზარზე 13 წელია საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში პლატფორმამ კრიპტოინდუსტრიის ოთხი მნიშვნელოვანი ვარდნა გადაიტანა და საჯარო კომპანიად იქცა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

BM.GE

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

BM.GE

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

BM.GE