მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ფასები?
რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ფასები?

რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ფასები?

BM.GE20 მაისი, 2026, 04:28|bm.ge

ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ერთ კვირაში ოქროს ფასი 4%-ით დაეცა და დღეს 4,540 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიანი მინიმუმია. რაც შეეხება ვერცხლს, ის 76 დოლარად ივაჭრება და 12%-ით არის გაუფასურებული.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ფასების მატება ბაზარზე იმ მოლოდინს აძლიერებს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებს ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაახლებს.

ამას ისიც ადასტურებს, რომ ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე განაკვეთები იზრდება, რაც ინვესტორებს კაპიტალის გადატანისკენ უბიძგებს. ამას ის განაპირობებს, რომ ოქრო პასიური აქტივია, ხოლო ობლიგაციების სანაცვლოდ ინვესტორები პერიოდულ პროცენტულ სარგებელს იღებენ, რაც ამჟამად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ძვირფასი მეტალი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, თუმცა მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE