მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ეცემა სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟა?
რატომ ეცემა სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟა?

რატომ ეცემა სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟა?

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 20:38|bm.ge

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებამ სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟაზე აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

სავაჭრო სესიის დროს KOSPI ინდექსი 8.8%-ით დაეცა და თებერვლის შემდეგ პირველად 5,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ვარდნის გამო ადმინისტრაციამ ბირჟაზე ვაჭრობა დროებით შეაჩერა, თუმცა ეს მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი დაღმასვლის ტენდენციის შესაკავებლად. საერთო ჯამში, ივლისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, KOSPI ინდექსის შეფასება 45%-ით არის შემცირებული, ხოლო KOSDAQ ინდექსის კაპიტალიზაცია თითქმის განახევრებულია.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ტექნოლოგიურმა გიგანტებმა: Samsung Electronics-ის აქციები 48%-ით შემცირდა, ხოლო SK Hynix-ის შეფასება 62%-ით დაეცა.

ბირჟაზე შექმნილი მდგომარეობის გამო, სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა, ლი ჰიონგ-ილმა უმაღლეს ეკონომიკურ მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. მთავრობამ ბაზრის ვოლატილობის შესამცირებლად საცალო ინვესტორებისთვის რეგულაციების დროებით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო.

კორეული საფონდო ბაზრის ვარდნა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც ბაზარზე აჩენს მოლოდინის, რომ ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და AI-ინდუსტრიის განვითარება შეფერხდება. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ Samsung-ისა და SK Hynix-ის ნახევარგამტარებსა და მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნა შემცირდება, რაც ის მთავარი რისკია, რომლის გამოც ეს კომპანიები ამჟამად მკვეთრ კორექციას განიცდიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE