მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ განაგრძობს ნავთობი ზრდას?
რატომ განაგრძობს ნავთობი ზრდას?

რატომ განაგრძობს ნავთობი ზრდას?

BM.GE30 აპრილი, 2026, 04:00|bm.ge

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადება დაავალა. როგორც ჟურნალი იტყობინება, ტრამპს ირანის ხელისუფლების ეკონომიკურ კოლაფსამდე მიყვანა სურს, რომლის საუკეთესო გზა ირანიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვაა, რისთვისაც აშშ სამხედრო ბლოკადას იყენებს.

აღნიშნულმა ცნობამ გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. Brent-ის მარკის ფიუჩერსების ღირებულება 3%-ით გაიზარდა და ბარელზე $114 შეადგინა. პარალელურად, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 2.7%-ით გაიზარდა და ბარელზე $103-ს მიაღწია.

ანალიტიკოსების შეფასებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებამ სპარსეთის ყურიდან ნავთობის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტის საფრთხე შექმნა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგაც კი, ბაზრის დაბალანსებას შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელიწადი დასჭირდეს.

ამჟამად ტრეიდერები ყურადღებით აკვირდებიან როგორც სამშვიდობო პროცესს, ისე აშშ-ის ნავთობის მარაგების ყოველკვირეულ ანგარიშს. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად მცირდება მარაგები მაღალი საექსპორტო მოთხოვნის პირობებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE