მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იმარჯვებს დაპატიმრებული პრეზიდენტის ვაჟი არჩევნებში ბრაზილიაში?
რატომ იმარჯვებს დაპატიმრებული პრეზიდენტის ვაჟი არჩევნებში ბრაზილიაში?

რატომ იმარჯვებს დაპატიმრებული პრეზიდენტის ვაჟი არჩევნებში ბრაზილიაში?

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 05:00|bm.ge

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე პოლიტიკოსმა, ფლავიო ბოლსონარუმ მოქმედი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა დაამარცხა.

ბოლსონარუმ ამომრჩეველთა ხმების 47% მიიღო, სახელმწიფოს მეთაურს კი მხარი 45%-მა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ მიღებული შედეგი წინასწარ პროგნოზებს საგრძნობლად აღემატება და 25 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის წინ უპირატესობას ოპოზიციონერ კანდიდატს ანიჭებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პირველი ტურიდან გამოთიშული კონკურენტების კონსერვატიული იდეოლოგია გადამწყვეტ ეტაპზე ბოლსონარუს გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად გაუზრდის.

რაც შეეხება იმას, თუ რა გახდა ამ შედეგის დადების მიზეზი, ბრაზილიელი ანალიტიკოსების შეფასებით, ლულა და სილვას მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება ქვეყნის ეკონომიკურმა პრობლემებმა და გაზრდილმა კრიმინალმა გამოიწვია. მოსახლეობაში გაზრდილია ვალები, ეკონომიკური ზრდა კი შენელებულია, რაც ტრადიციული სოციალური პროგრამების ეფექტიანობას ამცირებს. ამას გარდა, ქვეყანაში ქუჩის კრიმინალისა და ძალადობის მკვეთრმა ზრდამ ამომრჩეველთა ნაწილში უსაფრთხოების განცდა გააქრო.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გადამწყვეტი როლი კორუფციულმა სკანდალმაც ითამაშა. ბანკირ დანიელ ვორკაროს ფინანსურმა თაღლითობამ პოლიტიკური ელიტის მიმართ უნდობლობა გააღრმავა და მოქმედ ხელისუფლებას სერიოზული დარტყმა მიაყენა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, დაკავებული ბანკირი დახმარებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესს უკავშირდებოდა.

პარალელურად, საარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა საგარეო ფაქტორებმაც იქონია. შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა და სანქციებმა ლულას ხელისუფლება საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოაქცია. ამ ფონზე, ბოლსონარუმ წარმატებით შეძლო ვაშინგტონთან კონტაქტების დამყარება და ბრაზილიური ბანდების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას მიაღწია. პროცესებზე დიდი გავლენა ლათინურ ამერიკაში მემარჯვენე ძალების საერთო გაძლიერებამაც იქონია, რამაც კონსერვატორ კანდიდატს დამატებითი ლეგიტიმაცია შესძინა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ლულას მცდელობამ, საარჩევნო აქცენტი ანტიამერიკულ რიტორიკასა და სუვერენიტეტის დაცვაზე გადაეტანა, შედეგი ვერ გამოიღო.

ცნობისთვის, ფლავიო ბოლსონარუ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟია. ექსპრეზიდენტს 2022 წლის არჩევნების შემდგომი გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერი მამისა და 2023 წლის 8 იანვრის არეულობის მონაწილეთა სრულ ამნისტირებას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებიაიმედი
  • მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებსტვ პირველი
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობსნეტგაზეთი
  • აზერბაიჯანის საგარეო: ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ვაღიარებთფორმულა
არჩევნებში →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

რატომ დანიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები?

რატომ დანიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები?

BM.GE

ბრიტანეთის პრემიერმა Brexit-ს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება უწოდა

ბრიტანეთის პრემიერმა Brexit-ს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება უწოდა

BM.GE

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

BM.GE

რატომ გააკრიტიკა OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკა?

რატომ გააკრიტიკა OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკა?

BM.GE