მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იზრდება ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულად? – Goldman Sachs-ის შეფასება
რატომ იზრდება ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულად? – Goldman Sachs-ის შეფასება

რატომ იზრდება ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულად? – Goldman Sachs-ის შეფასება

BM.GE5 მაისი, 2026, 20:36|bm.ge

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამერიკული საფონდო ბირჟა ყოველ კვირა ახალ რეკორდულ მწვერვალებს აღწევს, რაც აჩენს ლოგიკურ შეკითხვა: რატომ იზრდება საფონდო ბირჟა, როცა ეკონომიკური მდგომარეობა გაურკვეველია და გეოპოლიტიკური ვითარება საკმაოდ მძიმეა?

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის, ბენ სნაიდერის განცხადებით, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, კორპორაციული სექტორი გამორჩეულ სიმტკიცეს ავლენს. ამერიკული კომპანიების პირველი კვარტალის ფინანსურმა მაჩვენებლებმა პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც საფონდო ბაზრის ბოლოდროინდელი ზრდის ძირითადი მიზეზია.

ამ დროისთვის S&P 500-ის ინდექსში შემავალი კომპანიების 63%-მა ანგარიშგება უკვე წარადგინა, რის შედეგადაც ერთ აქციაზე მოგების ზრდამ 16% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოკლებით, მოლოდინებზე დაბალი მოგების დაფიქსირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ამ კვარტალში აღირიცხა.

ფინანსური შედეგების მიხედვით ტექნოლოგიური გიგანტების მაჩვენებლები განსაკუთრებით შთამბეჭდავია. Amazon-ის, Google-ის, Meta-სა და Microsoft-ის ერთობლივი შემოსავალი 20%-ით, ხოლო წმინდა მოგება 61%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ინვესტორების ყურადღება ძირითადად შემოსავლებზეა ფოკუსირებული, რაც ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული ინვესტიციების უკუგების საზომად მიიჩნევა.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის AI ინფრასტრუქტურაზე ჰიპერსკეილერების კაპიტალური დანახარჯები $751 მილიარდს მიაღწევს, რაც 2025 წლის მაჩვენებელს 83%-ით აღემატება.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, რეკორდული ზრდა მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი ფინანსური შედეგებით არის განპირობებული და თუ კომპანიები ასეთი ტემპით გააგრძელებენ ზრდას, მაშინ საფონდო ბირჟის აღმასვლაც გარდაუვალი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE