
რატომ იზრდება Tesla-ს აქციები?
საფონდო ბირჟა Tesla-ს აქციების შეფასება იზრდება - ივლისში დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულთან შედარებით, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის კაპიტალიზაცია თითქმის 25%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად $1.5 ტრილიონს აღწევს.
კომპანიის ასეთი ზრდა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ შედეგებს უკავშირდება, კერძოდ, Tesla-მ მესამე კვარტალში 486,532 ავტომობილი გაყიდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ წინა კვარტალში 13.7 GWh მოცულობის ენერგიის შესანახი ბატარეებიც განათავსა. ამასთან, Tesla-ს Megapack-მა Nvidia-ს DSX Ready პროგრამაში შეაღწია, რაც მას ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების საკვანძო ინფრასტრუქტურულ კომპონენტად აქცევს და ილონ მასკის კომპანიისთვის ახალ ბიზნესმიმართულებას წარმოადგენს.
ამას გარდა, Tesla-მ 15 ოქტომბერს დაგეგმა უსწრაფესი ელექტრომობილის, Roadster-ის პრეზენტაცია, რომელზედაც ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებენ.
საერთო ჯამში, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების, ბატარეების ბიზნესის განვითარების და ახალი მოდელის მოლოდინში, საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციები იზრდება.
BM.GE
წყარო: bm.ge