მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთიდან გასვლაზე - რა წერია კარდიფის დეკლარაციაში?
რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთიდან გასვლაზე - რა წერია კარდიფის დეკლარაციაში?

რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთიდან გასვლაზე - რა წერია კარდიფის დეკლარაციაში?

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 03:41|bm.ge

შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პირველმა მინისტრებმა კარდიფში გამართულ შეხვედრაზე ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. როგორც ირკვევა, რეგიონული მთავრობების ხელმძღვანელებმა ამ დოკუმენტით ოფიციალურ ლონდონს კონსტიტუციური ცვლილებების დაგეგმვა და გამოყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმის პროცესისთვის მომზადება მოსთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა სამივე დეცენტრალიზებულმა ადმინისტრაციამ განცხადება ერთობლივად წარადგინა. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ნაციონალისტური პარტიები მმართველობაში სამივე მხარეში პირველად მოვიდნენ. ალიანსის წევრებმა საკუთარი ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საკუთარი მომავლის ევროკავშირთან დაკავშირება სურთ.

„კარდიფის შეთანხმებაში“ ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავებაზეც. კერძოდ, ახალი დოკუმენტი მოიცავს მოქნილ ჩარჩოს, რომელიც ეკონომიკური და სოციალური ნაბიჯების კოორდინაციას ითვალისწინებს. შეთანხმება პრაქტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებსაც განსაზღვრავს. დოკუმენტის მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და ცხოვრების გაძვირებასთან გამკლავებაა.

პარტნიორობა ასევე მოიცავს ერთობლივ პროექტებს, რომლებიც განახლებადი ენერგიის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ეხება. ამას გარდა, ედინბურგი და კარდიფი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივად იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ კარდიფის დეკლარაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი უკვე გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ გაერთიანებული სამეფო არ დაიშლება.

ცნობისთვის, ბოლოს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა. მაშინ გამოყოფას მხარი ამომრჩეველთა 44.7%-მა დაუჭირა, ხოლო 55.3% წინააღმდეგი აღმოჩნდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგადასახადო ამნისტიების „დაზარალებულები“ ის კეთილსინდისიერი მეწარმეები არიან, რომლებიც საჯარიმო სანქციებს დროულად იხდიან - ოდიშარია

საგადასახადო ამნისტიების „დაზარალებულები“ ის კეთილსინდისიერი მეწარმეები არიან, რომლებიც საჯარიმო სანქციებს დროულად იხდიან - ოდიშარია

BM.GE

ევროკავშირი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

BM.GE

აშშ ირანული $61 მილიონის კრიპტოს კონფისკაციას გეგმავს

აშშ ირანული $61 მილიონის კრიპტოს კონფისკაციას გეგმავს

BM.GE

EBRD-ი საქართველოში მზის სადგურების პროექტს $20 მლნ დააფინანსებს

EBRD-ი საქართველოში მზის სადგურების პროექტს $20 მლნ დააფინანსებს

BM.GE