მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ლარის ახალ სესხებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - ალექსანდრე ძნელაძე
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ლარის ახალ სესხებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - ალექსანდრე ძნელაძე

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ლარის ახალ სესხებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - ალექსანდრე ძნელაძე

BM.GE8 მაისი, 2026, 23:05|bm.ge

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას ლარის ახალი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი BMG-სთან აღნიშნავს, ლარის სესხების ღირებულება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე ისედაც მაღალია და ამ მოცულობით განაკვეთის ზრდას ახალ შეთავაზებებზე გავლენა სავარაუდოდ, ნაკლებად ექნება.

ალექსანდრე ძნელაძე ასევე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან განაკვეთის ამ ეტაპზე 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდა პრევენციული ხასიათისაა

“მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა 0.25 პროცენტული პუნქტით. პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველადად აღნიშნულს ექნება უფრო პრევენციული ღონისძიებების ზომა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი მზად არის [მონეტარული პოლიტიკის] გამკაცრებისთვის შემდგომ ნაბიჯებთან მიმართებაშიც. მოლოდინების გადაწყობა მოხდება უფრო მეტად. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ლარი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, დღეის მდგომარეობით ცოტა რთული იქნება ვისაუბროთ, რამდენად აისახება აღნიშნული უშუალოდ ლარში საპროცენტო განაკვეთზე”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, ბანკებისთვის სარეზერვო ნორმების შემსუბუქებას დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. თუმცა მისივე თქმით, მათ შორის გლობალური პირობებიდან გამომდინარე წელს, საპროცენტო განაკვეთების კლება ნაკლებად მოსალოდნელია.

“რეზერვების გამოთავისუფლების ნაწილში უცხოურ ვალუტაში უფრო მეტი ლიკვიდობა გაჩნდა და, რა თქმა უნდა, ნაკლები მოთხოვნების რეჟიმში შესაძლებელია ვიხილოთ უცხოურ ვალუტაში მცირედით შემცირება საპროცენტო განაკვეთის. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება წელს ცოტა რთული პროგნოზის ნაწილია, იმ თვალსაზრისით, რომ დოლარში და ევროში უკანასკნელი რამდენიმე გადაწყვეტილებით აღარ შემცირებულა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც იმისი წინაპირობა არის, რომ შესაძლებელია, არ შემცირდეს, ან პირიქით, გაიზარდოს აღნიშნული პროცენტი.

ლარში ასევე გითხარით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მაღალი არის ისედაც არსებული საპროცენტო განაკვეთი, ამიტომ ძალიან რთული საპროგნოზო არის, რომ საპროცენტო განაკვეთები შეიძლება შემცირების დინამიკა ჰქონდეს. უფრო ვიტყოდი, რომ შესაძლებელია, შენარჩუნდეს იგივე რეჟიმში, როგორიც დღეს არის და არ გაიზარდოს”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს,

ამასთან, სებ-მა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

BM.GE

იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის

იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის

BM.GE

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

BM.GE

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

BM.GE