მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეინვესტირება ბიზნესის ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და დიდი სარგებელი აქვს - ქობულია
რეინვესტირება ბიზნესის ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და დიდი სარგებელი აქვს - ქობულია

რეინვესტირება ბიზნესის ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და დიდი სარგებელი აქვს - ქობულია

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 23:53|bm.ge

საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტრუქტურაში რეინვესტიციების მაღალი წილი ქვეყანაში უკვე მოქმედი ბიზნესის მხრიდან არსებულ ნდობაზე მიუთითებს, თუმცა მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ახალი ფული არ შემოდის. ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ BMG-თან განაცხადა.

მისი თქმით, რეინვესტირებას დიდი სარგებელი აქვს, რადგან ის კომპანიების ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

"რეინვესტიციასაც აქვს თავისი დიდი სარგებელი. რას ნიშნავს რეინვესტიცია? ავიღოთ, მაგალითად, „საქართველოს ბანკი“, რომლის მფლობელი კომპანიაა ლონდონში დარეგისტრირებული. „საქართველოს ბანკმა“ წლის განმავლობაში მიიღო გარკვეული მოგება. მის მფლობელ კომპანიას, რომელიც ლონდონში იმყოფება, შეუძლია ეს მოგება დივიდენდის სახით უბრალოდ გაიტანოს ქვეყნიდან, რაც უარყოფითად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. მაგრამ თუ ამ ჯგუფმა [რომლის აქციებითაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და ბევრი აქციონერი ჰყავს] გადაწყვიტა, რომ ეს თანხა საქართველოში დატოვოს და მისი რეინვესტირება ბანკის ზრდაში განახორციელოს, ეს თავისთავად, ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

რეინვესტირება, როგორც ასეთი, ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, იმიტომ რომ იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს საქართველოში ეწევიან ბიზნესს და უცხოეთში არიან დარეგისტრირებულნი [რეალურად უცხოური კომპანიებია თუ ქართული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს], აქვთ შესაძლებლობა, მიღებული მოგება დივიდენდებად გაიტანონ. თუმცა ნაცვლად ქვეყნიდან გატანისა, ისინი რეინვესტირებას ახორციელებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ჩვენი ეკონომიკის მომავალს ნდობას უცხადებენ.

ამიტომ, ეს რეინვესტირება იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები ან კომპანიები, რომლებიც უკვე აკეთებენ ბიზნესს საქართველოში და იცნობენ ჩვენს გარემოს, თავიანთი გადმოსახედიდან ენდობიან საქართველოს ეკონომიკას და ამ ფულს აქ ტოვებენ.

ახლა, რასაც ჩვენ ვუყურებთ რადგან არ არის რეალური ახალი ფული და ახალი ფულის შემოდინება, ეს რა თქმა უნდა, უფრო ნდობის ნაკლებობაზე მეტყველებს. ალბათ ნაწილობრივ, იმიტომ რომ აქ ბევრი სხვა ფაქტორიც არის, რის გამოც ახალი ფული არ შემოდის. მოდით ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური ფაქტორებიც და ძალიან ძნელია ახალი ფულის მოზიდვა. ძალიან არასტაბილურ რეგიონში ვართ. ბევრი უცხოელი ინვესტორი ჩვენს რეგიონს უყურებს, როგორც არასტაბილურ კერას. ჩვენ ვართ ამ დიდ კონფლიქტებთან ახლოს თუნდაც ახლო აღმოსავლეთში დღეს რაც ხდება, ირანში რაც ხდება, უკრაინაში რაც ხდება", - ამბობს გიორგი ქობულია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების [FDI] სტრუქტურაში განსაკუთრებით მაღალია რეინვესტიციის წილი, რომელიც ბოლო წლებში 80%-ს აჭარბებდა. კერძოდ, 2024 წელს მან 84.6%, ხოლო 2025 წელს 82.5% შეადგინა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მთლიანად საქართველოში უკვე მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული მოგების ხელახალ დაბანდებაზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE

საქართველომ ზეთის იმპორტში $49.2 მილიონი გადაიხადა - ბაზრის მთავარი მომწოდებელი კვალავ რუსეთია

საქართველომ ზეთის იმპორტში $49.2 მილიონი გადაიხადა - ბაზრის მთავარი მომწოდებელი კვალავ რუსეთია

BM.GE