მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რიგი მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა - "ოკრიბა"
რიგი მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა - "ოკრიბა"

რიგი მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა - "ოკრიბა"

BM.GE4 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება - აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს ავტოსადგურ „ოკრიბას" იურისტმა პაატა ყვავაძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ცალკეულ მიმართულებებზე მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა.

მისი განმარტებით, მგზავრობის გაძვირება საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა, სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა კი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო.

დიდუბის სადგურ "ოკრიბადან" მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის შემთხვევაში.

"ავტოსადგურ ოკრიბას შემთხვევაში, ფასების მატება აღდგომის შემდეგ მოხდა, მაგრამ მანამდე სხვა ავტოსადგურებს უკვე ეს ტარიფები ჰქონდათ", - ამბობს ყვავაძე.

კითხვაზე რა ხდება სხვა მიმართულებებზე, "ოკრიბას" წარმომადგენელი გვეუბნება, რომ გადამზიდავებს ფასების ცვლილებაზე სადგურის ადმინისტრაციისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

"სხვა მიმართულებაზე იგივე ტარიფებით გამოდიან, ცნობად არ მოუმართავთ ჩვენთვის. შესაბამისად, სალაროები ყიდიან ძველი ტარიფით.

ახალი კანონმდებლობისა და რეფორმის თანახმად, ავტოსადგური მგზავრობის ფასს აღარ ადგენს. გადამზიდავი ავტოსადგურს წარუდგენს ცნობას, სადაც დასაბუთებულია ტარიფის ცვლილება მაგალითად, საწვავის ფასის მატება. გადამზიდავი უთითებს, რომ არსებული ხარჯებიდან გამომდინარე, მას ამ კონკრეტულ ფასად უწევს მუშაობა და სთხოვს ავტოსადგურს, აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღოს. ინფორმაციის ცნობად მიღების შემდეგ, ავტოსადგური გამოსცემს ბრძანებას და ავალებს კონკრეტულ სალაროებს, რომ მოცემული გადამზიდავის მიერ მითითებულ მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაცია ახალი ტარიფით მოხდეს", - ამბობს პაატა ყვავაძე.

BM.GE სხვა სადგურების ადმინისტრაციებთან დაკავშირებას შეეცდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE