მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რკინიგზას მგზავრების გადაყვანა ₾56 მილიონზე მეტი დაუჯდა, აქედან მგზავრებმა მხოლოდ ₾31 მლნ გადაიხადეს
რკინიგზას მგზავრების გადაყვანა ₾56 მილიონზე მეტი დაუჯდა, აქედან მგზავრებმა მხოლოდ ₾31 მლნ გადაიხადეს

რკინიგზას მგზავრების გადაყვანა ₾56 მილიონზე მეტი დაუჯდა, აქედან მგზავრებმა მხოლოდ ₾31 მლნ გადაიხადეს

BM.GE4 მაისი, 2026, 21:27|bm.ge

2025 წელს რკინიგზას მგზავრთა გადაყვანა 56 403 229 ლარი დაუჯდა, საიდანაც დაახლოებით 31 მლნ ლარი მგზავრების მიერ გადახდილი თანხა იყო, ხოლო 8 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული.

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის ანგარიშგების თანახმად, 2025 წელს ხელშეკრულების ფარგლებში მგზავრთა გადაყვანიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 31 268 652 ლარი შეადგინა.

საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის 2025 წელს გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა შეადგინა - 56 403 229 ლარი. დისბალანსი შემოსავალასა და ხარჯებს შორის 24 986 998 ლარი იყო, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაკომპენსირდა 32%, ანუ კომპანიას 8 მლნ ლარის ოდენობის კომპენსაცია ჩაერიცხა.

საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, აღნიშნულისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისად. კომპენსაციის გადახდას ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.

"საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის მიზნებისთვის, შემოსავალი მოიცავს მგზავრთა გადაყვანიდან (ბილეთების რეალიზაციიდან) მიღებულ შემოსავალს. ხარჯები განაწილდება ყოველ მატარებელკილომეტრზე თითოეულ მიმართულებაზე, რომელიც შეიცავს პირდაპირ ხარჯებს, არაპირდაპირ ხარჯებს და ინფრასტრუქტურით სარგებლობის ხარჯს. ხარჯები არ მოიცავს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების საფასურებს. სარკინიგზო ოპერატორის ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ცვლადი ხარჯი, ფიქსირებულ ხარჯებში სათანადო კონტრიბუცია და გონივრული მოგება არ უნდა იქნეს დაკისრებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში", - წერია ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE