მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Robinhood-მა მომხმარებლებს აქციებით ვაჭრობისთვის AI-ის გამოყენების უფლება მისცა
Robinhood-მა მომხმარებლებს აქციებით ვაჭრობისთვის AI-ის გამოყენების უფლება მისცა

Robinhood-მა მომხმარებლებს აქციებით ვაჭრობისთვის AI-ის გამოყენების უფლება მისცა

BM.GE29 მაისი, 2026, 12:50|bm.ge

საინვესტიციო-სავაჭრო პლატფორმა Robinhood-ი მომხმარებლებისთვის ახალ ფუნქციას ნერგავს, რომელიც სპეციალური ხელოვნური ინტელექტის აგენტების მეშვეობით აქციების ავტომატიზებულ რეჟიმში ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კომპანიის დამფუძნებლის, ვლად ტენევის განცხადებით, ორგანიზაციის მისია ყოველთვის ფინანსების დემოკრატიზაცია იყო, ახლა კი ეს მიზანი AI-აგენტებზეც ვრცელდება.

როგორც ირკვევა, ახალი სისტემა საწყის ეტაპზე ბეტა ვერსიის სახით ჩაეშვება და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სტანდარტული ანგარიშებისგან დამოუკიდებლად გახსნან სპეციალური სატრეიდერო ანგარიში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ავტონომიურად იმოქმედებს.

პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ აქციებით ვაჭრობას უზრუნველყოფს, მოგვიანებით კი სისტემას კრიპტოვალუტისა და ფიუჩერსების მხარდაჭერაც დაემატება. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერ დროს შეაჩერონ პროცესი ან წინასწარ გადახედონ რობოტის მიერ დაგეგმილ ტრანზაქციებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ AI-აგენტებს ტრეიდინგისთვის უოლ-სტრიტის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებიც იყენებენ, რომელთაც, ცხადია, განსხვავებულ ალგორითმებთან და ინფორმაციასთან აქვთ წვდომა და მათი შედარება Robinhood-ზე წარმოდგენილ ტრეიდერებთან ფიზიკურად შეუძლებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE