მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეიცვალა დღეს ნავთობის და გაზის ფასები?
როგორ შეიცვალა დღეს ნავთობის და გაზის ფასები?

როგორ შეიცვალა დღეს ნავთობის და გაზის ფასები?

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 20:40|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ენერგეტიკულ ბირჟაზე კორექცია შეინიშნება – ბარელი Brent-ის ფასი 2%-ით არის შემცირებული და 107 დოლარს შეადგენს; ხოლო WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 2.5%-იან კორექციას აფიქსირებს და 103 დოლარად ივაჭრება. რუსული Urals-ის ფასი წელს 120%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 111 დოლარს აღწევს.

მიუხედავად მცირედი გაუფასურებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის საშუალოდ მაინც 80%-ით არის გაძვირებული; ხოლო ერთი თვის განმავლობაში მატების მაჩვენებელი 20%-ს აღწევს.

რაც შეეხება ბუნებრივ არის, მისი ფასი დღეს 1.5%-ით არის გაზრდილი და მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 81 დოლარს შეადგენს, რაც წელს 187%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მკვეთრად არის გაძვირებული საავიაციო საწვავიც, რომლის გლობალური საშუალო ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 100%-ით არის გაზრდილი და ბარელზე 171 დოლარს აჭარბებს.

დღეს ნავთობის ოდნავი გაუფასურება Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას აშშ-ში ნედლი ნავთობის, ბენზინისა და დისტილატების მარაგები გაიზარდა. კერძოდ, ნედლი ნავთობის მარაგები 7.1 მილიონი ბარელით გაიზარდა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები მარაგების 1.6 მილიონი ბარელით შემცირებას პროგნოზირებდნენ. ამ სიახლემ ბაზარს ამოსუნთქვის მცირედი საშუალება მისცა, თუმცა ერთწლიან პერსპექტივაში ნავთობის მაინც მკვეთრადაა გაძვირებული.

ზოგადად, ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესება, აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა, იემენელი ჰუსტიების მიერ იერიშების განხორციელება და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს.

ინვესტორები შიშობენ, რომ ვითარება წლის ბოლომდე ვერ გამოსწორდება, რასაც მოახლოებული ზამთრის პერიოდი და ამოწურული სტრატეგიული მარაგების პრობლემა ემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

BM.GE

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

BM.GE

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

BM.GE

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

BM.GE