მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?
როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

მიმდინარე კვირას ნავთობის გლობალური ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა ერთთვიან პერიოდში Brent-თან მიმართებით მაინც 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რომელიც ამჟამად 101 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 67%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის 90 დოლარი ღირს, რაც 56%-იან ზრდას წარმოადგენს; ხოლო რუსული Urals-ის ფასი მიმდინარე წელს 127%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 115 დოლარს აღწევს.

როგორც წესი, რუსული ნავთობის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე Brent-ის, თუმცა ამჟამად რუსეთში საწარმოო კრიზისია, რის გამოც ნავთობი იქ დეფიციტურია და მისი ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულება გაზრდილია.

ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 60 თეთრით გაიზარდა. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ლიტრი სუპერის ფასი 4.50 ლარის ფარგლებშია; პრემიუმი დაახლოებით 4.15 ლარი ღირს; რეგულარის ფასი საშუალოდ 3.9 ლარია; ხოლო დიზელი დაახლოებით 4.9 ლარად იყიდება.

ნავთობის პარალელურად, გაძვირებულია ბუნებრივი აირიც, რომლის ღირებულებამ მეგავატ/საათზე 73 ევრო შეადგინა, რაც წლიურად 159%-ით არის გაძვირებული.

ენერგეტიკული რესურსების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების დაბრუნებას და ჰორმუზის სრუტის შეფერხებას უკავშირდება, რაც ბაზარზე მიწოდების შეფერხებას იწვევს. ვითარებას განსაკუთრებით ის მოცემულობა ამძიმებს, რომ აშშ-ირანის მთავრობების პოზიცია აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს კონფლიქტი რეგიონში მოუგვარებელ პრობლემად დარჩეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ იმარჯვებს დაპატიმრებული პრეზიდენტის ვაჟი არჩევნებში ბრაზილიაში?

რატომ იმარჯვებს დაპატიმრებული პრეზიდენტის ვაჟი არჩევნებში ბრაზილიაში?

BM.GE

რატომ დანიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები?

რატომ დანიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები?

BM.GE

ბრიტანეთის პრემიერმა Brexit-ს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება უწოდა

ბრიტანეთის პრემიერმა Brexit-ს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება უწოდა

BM.GE

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

BM.GE