მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი ფინანსური შედეგები აქვს Walmart-ს?
როგორი ფინანსური შედეგები აქვს Walmart-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Walmart-ს?

BM.GE22 მაისი, 2026, 04:40|bm.ge

ამერიკულმა საცალო ვაჭრობის გიგანტმა Walmart-მა მიმდინარე ფისკალური წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა და ბაზრის მოლოდინებთან შედარებით დაბალი საპროგნოზო მაჩვენებლები წარადგინა. კომპანიის მონაცემებმა აშშ-ში საწვავის მაღალი ფასების ფონზე მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირების შესახებ ეჭვები გააძლიერა.

მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში ბრენდის კვარტალურმა შემოსავალმა $177.75 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $174.98 მილიარდს აღემატება. წმინდა მოგება კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის $4.49 მილიარდიდან $5.33 მილიარდამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, Walmart-ის მიერ წარდგენილი მიმდინარე კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები ანალიტიკოსების მოლოდინებს ჩამორჩება. მენეჯმენტი კორექტირებულ მოგებას ერთ აქციაზე 72-დან 74 ცენტამდე ელოდება, მაშინ როდესაც ბაზრის პროგნოზი 75 ცენტს შეადგენდა.

რაც შეეხება ფისკალურ 2027 წელს, კომპანია წმინდა გაყიდვების 3.5%-დან 4.5%-მდე ზრდას ვარაუდობს, კორექტირებულ მოგებას კი $2.75-$2.85-ის ფარგლებში განსაზღვრავს, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $2.91-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, პრემარკეტზე Walmart-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE