მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კვარტალური შედეგები აქვს Best Buy-ს?
როგორი კვარტალური შედეგები აქვს Best Buy-ს?

როგორი კვარტალური შედეგები აქვს Best Buy-ს?

BM.GE29 მაისი, 2026, 04:32|bm.ge

ელექტრონიკის საცალო ვაჭრობის ქსელმა Best Buy-მ ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა წლიურად თითქმის 2%-ით იმატა და $8.94 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $202 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $276 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება თითოეულ აქციაზე მოგების მაჩვენებელს, ის $1.28-ით განისაზღვრა.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გეიმინგის, გამოთვლითი ტექნიკის, მობილური ტელეფონებისა და სერვისების მიმართულება იყო. აღნიშნული სეგმენტების დადებითმა მაჩვენებლებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების კლება ნაწილობრივ დააბალანსა და საერთო გაყიდვების 2%-იანი ზრდა უზრუნველყო.

ამასთან, ტრადიციული საქონლის რეალიზაციასთან შედარებით, მაღალი მოგების მარჟა ჰქონდა Best Buy Ads-ისა და კომპანიის პარტნიორ სავაჭრო პლატფორმებს. გენერალური დირექტორის, კორი ბერის განცხადებით, სწორედ ამ სეგმენტმა შეუწყო ხელი კორპორაციის საოპერაციო შემოსავლების მნიშვნელოვნად გაფართოებას.

ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა ისიც, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე კორპორაციის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, პირველი ნოემბრიდან გენერალური დირექტორის პოსტზე კორი ბერის ჯეისონ ბონფიგი ჩაანაცვლებს. როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობის ცვლილება მიზნად გაყიდვების ზრდასა და ბიზნესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს, რადგან ბონფიგი გაცილებით უფრო დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე მენეჯერად მიიჩნევა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, კორპორაციის ხელმძღვანელობამ წლის ბოლომდე მისაღები შემოსავლების მოლოდინი უცვლელად დატოვა. გათვლების მიხედვით, 2026 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი $41.2 მილიარდიდან $42.1 მილიარდამდე დიაპაზონში იქნება. ამასთან, თითოეულ აქციაზე კორექტირებული მოგების სამიზნე ნიშნულად $6.30-$6.60 დოლარი დადგინდა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პრემარკეტზე კომპანიის აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $88.50-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $19.2 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, Best Buy მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური სავაჭრო ქსელია, რომელიც ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციაზეა ორიენტირებული. კორპორაცია ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით 1,000-ზე მეტ ფილიალს მართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE