მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კვარტალური შედეგები აქვს ფარმაკომპანია Eli Lilly-ს?
როგორი კვარტალური შედეგები აქვს ფარმაკომპანია Eli Lilly-ს?

როგორი კვარტალური შედეგები აქვს ფარმაკომპანია Eli Lilly-ს?

BM.GE4 მაისი, 2026, 02:01|bm.ge

ფარმაცევტული ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Eli Lilly-მ 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები წარადგინა და ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავალმა 19.80 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 56%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მხოლოდ 17.62 მილიარდ დოლარს ელოდნენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოგებამ თითო აქციაზე 8.55 დოლარი შეადგინა, რაც მკვეთრად აღემატება ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 6.66 დოლარს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Eli Lilly-მ 2.76 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა 7.40 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც ირკვევა, კორპორაციის წარმატება დიაბეტისა და ჭარბწონიანობის სამკურნალო მედიკამენტებზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. არსებული ინფორმაციით, წამალ "მოუნჯაროს" გლობალურმა გაყიდვებმა 125%-ით მოიმატა და 8.66 მილიარდი დოლარი შეადგინა. პარალელურად, "ზეპბაუნდის" რეალიზაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 4.16 მილიარდი დოლარი შეადგინა. საყურადღებოა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ მხრივ ზრდა 80%-ს აჭარბებს. Eli Lilly-ს დადებით ფინანსურ შედეგებზე გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ კომპანიამ გასული წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი აბი, "ფაუნდაიო" გამოუშვა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, დევიდ რიკსი განმარტავს, გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში პრეპარატის გამოყენება 20 000-ზე მეტმა ადამიანმა დაიწყო.

გაუმჯობესებული შედეგების გათვალისწინებით, Eli Lilly-მ 2026 წლის სრული ფისკალური წლის საპროგნოზო მაჩვენებლები გაზარდა. კომპანია მოელის, რომ წლიური შემოსავალი 2 მილიარდი დოლარით, 82-85 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, კორპორაცია მოელის, რომ თითო აქციაზე მოგება 35.50-37 დოლარის ფარგლებში იქნება.

ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Eli Lilly-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE