მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კვარტალური შედეგი აქვს ინდოეთის უმსხვილეს ავტომწარმოებელს?
როგორი კვარტალური შედეგი აქვს ინდოეთის უმსხვილეს ავტომწარმოებელს?

როგორი კვარტალური შედეგი აქვს ინდოეთის უმსხვილეს ავტომწარმოებელს?

BM.GE18 მაისი, 2026, 00:10|bm.ge

ინდურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, Tata Motors-მა მეოთხე კვარტალში ₹1.05 ტრილიონის ($12.6 მლრდ) საოპერაციო შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 7%-იან ზრდაზე მიუთითებს. საყურადღებოა, რომ საწარმოს წმინდა მოგება 32%-ით შემცირდა და მან ₹57.83 მილიარდი ($692 მლნ.) შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ ₹84.70 მილიარდი ($1.01 მლრდ.) მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ აქციაზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა ამჯერად მხოლოდ ₹3-ის ($0.04)-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ფისკალურ 2025 წელს, კომპანიამ რეკორდული რაოდენობის, 640,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა. პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა ელექტრომობილების რეალიზაცია და წლიურ ჭრილში 43%-იანი მატება დააფიქსირა, რაც ციფრებში 92,000 ერთეულს უდრის.

უშუალოდ ბოლო კვარტალში ბრენდის გაყიდვები 37%-ით გაიზარდა. კომპანიამ ბაზარზე 200,000-ზე მეტი ავტომობილი განათავსა. დასახელებულ პერიოდში საწარმომ მომხმარებლებს Sierra-ს მოდელის 30,000 ერთეული მიაწოდა. ამასთან, წარადგინა Punch-ისა და Punch.ev-ის ახალი ვერსიებიც.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, კორპორაციის ხელმძღვანელობა შიდა ბაზარზე მოგებიანობის ზრდას სტრუქტურული ხარჯების შემცირების გზით აპირებს. ამასთან, JLR-ის ქვედანაყოფში მომდევნო 18 თვის განმავლობაში ახალი მოდელების გამოშვება და გაყიდვების სტიმულირება იგეგმება. ფინანსური დირექტორის განმარტებით, გეოპოლიტიკური რისკებისა და ნედლეულზე ფასების მერყეობის ფონზე, კომპანია სტაბილურობის მიღწევას ახალი პროდუქტების დანერგვით შეეცდება.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ინდური საავტომობილო გიგანტის აქციების ფასი 5.53%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია ₹356.15-ად ($4.27) იყიდება, კაპიტალიზაცია კი ₹1.40 ტრილიონს ($16.63 მლრდ.) შეადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Armani-ს 15%-იანი წილი L'Oreal-ს, LVMH-სა და EssilorLuxottica-ს შორის გაიყოფა

Armani-ს 15%-იანი წილი L'Oreal-ს, LVMH-სა და EssilorLuxottica-ს შორის გაიყოფა

BM.GE

Peacock-ისთვის "ფორსაჟზე" დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი მზადდება

Peacock-ისთვის "ფორსაჟზე" დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი მზადდება

BM.GE

2025 წელს რუსეთიდან FDI $69 მლნ-მდე შემცირდა - რომელ დარგებში ჩაიდო რუსული ინვესტიცია?

2025 წელს რუსეთიდან FDI $69 მლნ-მდე შემცირდა - რომელ დარგებში ჩაიდო რუსული ინვესტიცია?

BM.GE

"მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად" - ასოციაციის პრეზიდენტი

"მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად" - ასოციაციის პრეზიდენტი

BM.GE