
როგორი კვარტალური შედეგი აქვს ტაივანურ ტექნოლოგიურ გიგანტ TSMC-ს?
ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტის, TSMC-ის შემოსავალი ბოლო კვარტალში 68%-ით გაიზარდა. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ 263.6 მილიარდი ახალი ტაივანური დოლარი ($8.21 მლრდ.) მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა 442.68 მილიარდი ($13.8 მლრდ.) შეადგინა. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში ტექ-გიგანტმა 2.4 ტრილიონი ახალი ტაივანური დოლარის ($74.99 მლრდ.) შემოსავალი დააფიქსირა, ეს მონაცემი კი წლიურ ჭრილში 35.6%-იან ზრდაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ზრდა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში არსებულ მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. კომპანიაში მოელიან, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ჩიპებიდან მიღებული შემოსავალი წელს $40 მილიარდს გადააჭარბებს, ეს კი მთლიანი გაყიდვების 25% იქნება.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების პარალელურად,, ჩიაის სამეცნიერო პარკში კომპანიამ ორი ისეთი ახალი ქარხნის გახსნაც დააანონსა, რომლებიც ჩიპების შეფუთვაზე იმუშავებს. Reuters-ის ცნობით, პირველი ობიექტი მასობრივ წარმოებაზე რამდენიმე კვირებში, მეორე ქარხანა კი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, TSMC-ი ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვის ჩიპებს აწარმოებს. ის ამჟამად მიკროსქემების გლობალური ბაზრის 73%-ს აკონტროლებს.
BM.GE