
როგორია კავკასიის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა?
ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის და ჰორმუზის სრუტის პარალიზების ფონზე, კავკასიის რეგიონში ეკონომიკური მოცემულობა შეცვლილია.
თუ 2026 წლის დასაწყისში ინფლაცია დასტაბილურებული იყო, ახლა უკვე სამომხმარებლო ფასების ზრდა რეგიონის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც მკვეთრად გაძვირებული ენერგორესურსებით არის განპირობებულია. მართალია, მშპ-ის ზრდის დინამიკა მეზობელ სახელმწიფოებში ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, თუმცა არსებობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები, რაც ზრდის დინამიკაზე, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს.
უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ვითარება ასეთია:
თურქეთი
თურქეთში წლიური ინფლაციის დონე აპრილის ბოლოს 32.3%-მდე იყო გაზრდილი, მაშინ როცა ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ისევ 37%-ის დონეზე ინარჩუნებს. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ლირა დოლართან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებულია და ერთი დოლარის კურსი 45.2 ლირას აღწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს თურქეთის ეკონომიკა დაახლოებით 3.2%-ით გაიზრდება. Reuters-ის განახლებული მოლოდინებით, წლის მთლიანი მაჩვენებელი 3.0%-ს მიაღწევს.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ინფლაციის დონე საშუალოდ 5.6%-ია, რაც ცენტრალური ბანკის მიზნობრივ ზონას სცდება და წლიურად 1 პროცენტული პუნქტით გაზრდი მაჩვენებელია. IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება. ექსპერტების მიერ აზერბაიჯანის მაკროეკონომიკური გარემო რეგიონში კვლავ სტაბილურად მიიჩნევა, რასაც ძლიერი ენერგეტიკული სექტორის განაპირობებს.
სომხეთი
რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 5.3%-ით გაიზრდება.