მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია სებ-ში საბანკო ლიცენზიისთვის მიმართვიანობა? - თურნავას პასუხი
როგორია სებ-ში საბანკო ლიცენზიისთვის მიმართვიანობა? - თურნავას პასუხი

როგორია სებ-ში საბანკო ლიცენზიისთვის მიმართვიანობა? - თურნავას პასუხი

BM.GE27 მაისი, 2026, 15:16|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ საბანკო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა სებ-ში მუდმივად მიმდინარეობს და პროცესი მზარდია. მან ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თურნავას თქმით, ინტერესი მზარდია ციფრული ბანკინგის მიმართულებით.

"კი, მუდმივად მიმდინარეობს ახალი განაცხადების განხილვა. ძირითადად ინტერესს იწვევს ციფრული ბანკინგი, იმიტომ, რომ ბარიერი უფრო დაბალია, მაგრამ წინაპირობა არის, რომ ინოვაციური მოდელი უნდა შესთავაზოს აუცილებლად მომხმარებელს. გვყავს მათ შორის მნიშვნელოვანი დაუარებული კონტიგენტიც იმიტომ, რომ არ არის მარტივი ლიცენზიის მოპოვება და როგორც კი შესაბამისი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მინიჭებაზე, ეს ხდება საჯარო. მანამდე ეს არის მრავალთვიანი პროცესი. თუ შევხედავთ ჩვენს ეკონომიკას, საფინანსო სექტორი, მათ შორის საბანკო სექტორი კვლავაც ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს FDI-ს მოზიდვის თვალსაზრისით, ინვესტიციების 36% მოდიოდა სწორედ საფინანსო სექტორზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ არსებულ ბანკებში ინვესტიციების განხორციელებას, არამედ ახალი ინსტიტუტების შექმნის სურვილსაც. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მზარდია და კვლავაც გაგრძელდება",- ამბობს თურნავა.

მან "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის" შეძენაზეც გააკეთა კომენტარი: "მხარს ვუჭერთ ბანკების კონსოლიდაციას და იცით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო დაიკავა ამ ტრანზაქციამ, მოხდა ნომერ მესამე და მეოთხე ბანკების გაერთიანება და მათი ბუღალტრული შერწყმაც მოხდება უახლოეს პერიოდში და მესამე მოთამაშე გვყავს ახლა, საკმაოდ მზარდი და საინტერესო ბაზარზე".

2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში 17 ლიცენზირებული კომერციული ბანკია. ბოლო საბანკო ლიცენზია მიიღო სს "პეივ ბანკ ჯორჯიამ", რომელსაც 2023 წლის დეკემბერში ციფრული ბანკის ლიცენზია მიენიჭა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თერმო ცენტრი“ იტალიური წამყვანი ბრენდის, Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში

„თერმო ცენტრი“ იტალიური წამყვანი ბრენდის, Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში

BM.GE

შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ქუთაისში ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება

შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ქუთაისში ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება

BM.GE

"ცოტა მოძველებული საკითხია, ბევრი ახსნა არ სჭირდება" - ფარცხალაძის ქეისის გამო მიღებულ დადგენილებაზე

"ცოტა მოძველებული საკითხია, ბევრი ახსნა არ სჭირდება" - ფარცხალაძის ქეისის გამო მიღებულ დადგენილებაზე

BM.GE

სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე $70 მილიონი შეადგინა - ბრიტანეთის საელჩო

სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე $70 მილიონი შეადგინა - ბრიტანეთის საელჩო

BM.GE