მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ კლუბში გადადის ანტუან გრიზმანი?
რომელ კლუბში გადადის ანტუან გრიზმანი?

რომელ კლუბში გადადის ანტუან გრიზმანი?

BM.GE19 მაისი, 2026, 04:33|bm.ge

ანტუან გრიზმანი, რომელმაც “ატლეტიკო მადრიდში” თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა განაცხადა, რომ კლუბის გულშემატკივრების სიყვარული მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის მოგება.

ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა, "ატლეტიკომ“ “ჟირონა” 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც „მეტროპოლიტანოზე“ გრიზმანის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

გრიზმანი, რომელიც ზაფხულში MLS-ის კლუბ Orlando City SC-ს შეუერთდება, "ატლეტიკოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს.

ფორვარდმა მადრიდულ კლუბთან ერთად ევროპა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ტიტულების მოგება ვერ შეძლო.

ემოციური გამოსვლის დროს გრიზმანმა გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა წარსულში “ბარსელონაში” გადასვლის გამო.

„მადლობა ყველას ვინც დარჩით ეს წარმოუდგენელია. ვიცი, ბევრმა უკვე მაპატია, ზოგმა ჯერ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით "ბარსელონაში“ გადასვლისთვის. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად დიდი სიყვარული მქონდა აქ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შეცდომა დავუშვი“ - განაცხადა გრიზმანმა.

გრიზმანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუნდის მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს რომელმაც ცოტა ხნით ადრე მას "შესაძლოა, ატლეტიკოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი“ უწოდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოსთან“ ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, გულშემატკივრების სიყვარული მისთვის ამ ტიტულებზე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მესამე ადგილზე 2016 და 2018 წლებში გავიდა. 2018 წელს მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE